Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: IT Academy STEP
გამოქვეყნდა: 08 თებერვალი / ბოლო ვადა: 15 აპრილი
"IT Academy STEP" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ალ. ყაზბეგის ქ. 34/34 ბ
სამუშაო გრაფიკი: სრული

ფუნქცია მოვალეობები:

** შემოსულ ზარებზე პასუხის გაცემა და მათი დელეგირება შესაბამის დეპარტამენტში;
** კლიენტებთან მუდმივი კომუნიკაცია, ახალი კლიენტების მოზიდვა და მოლაპარაკებების წარმოება;
** ლიდებთან ყოველდღიური დარეკვები და მათი ეფექტური მენეჯმენტი;
** CRM სისტემაში ლიდების და კომენტარების რეგისტრირება;
** ვიზიტების დაგეგმვა და ვიზიტების შესრულების კონტროლი;
** ვიზიტების ეფექტურად მართვა და მიღება;
** ახალი ხელშეკრულებების გაფორმება და არსებული პირობების კონტროლი;
** ყოველდღიური რეპორტინგი სამუშაოს შესრულების შესახებ, მათ შორის შედეგების ანალიზი.

პიროვნული და პროფესიული მახასიათებლები:

** მაღალი კომუნიკაციის უნარი და მოლაპარაკებების წარმოების გამოცდილება;
** გუნდური მუშაობის უნარი და ეფექტური თანამშრომლობა კოლეგებთან;
** სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სიახლეებისადმი ღია დამოკიდებულება და სწრაფი ადაპტაცია ახალი გარემოსთან;
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა.

რეზიუმე (CV) გამოგზავნეთ ელექტრონულ მისამართზე: hr@itstep.ge
გთხოვთ, სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც აპირებთ განაცხადის შეტანას.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 15.04.2025

დამატებითი ინფორმაცია:

"IT Academy STEP" (აიტი აკადემია სტეპ-ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "IT Academy STEP" (აიტი აკადემია სტეპ-ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე