დასახელება:
მოლარე-ოპერატორი
|
მომწოდებელი:
Bitanica
|
გამოქვეყნდა: 07 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 07 მარტი
|
"ბიტანიკა" წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული კრიპტო ბირჟას
"ბიტანიკა" მომხმარებლებს სთავაზობს ელექტრონულ კრიპტო საფულეს იმისათვის, რომ მართონ საკუთარი კრიპტო ვალუტები უსაფრთხოდ და გამოიყენონ ჩვენი ელექტრონული კრიპტო საფულის პროდუქტები, რომლებიც სხვა ქართულ პლატფორმებზე არ არის ხელმისაწვდომი.
ჩვენი გუნდის მიზანია, ვიყოთ მუდამ სიახლეების და ახალი ტექნოლოგიების სადარაჯოზე, რათა ჩვენს მომხმარებლებს შევთავაზოთ მარტივი და კომფორტული კრიპტო ელექტრონული საფულე თავიანთი აქტივების სამართავად.
ჩვენს გუნდში თითოეულ თანამშრომელს აქვს უსაზღვრო შესაძლებლობები, რომ განვითარდეს სხვადასხვა პროფესიული მიმართულებით, რომლებიც შეესაბამება თანამედროვე მსოფლიო გამოწვევებს.
"ბიტანიკა" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ლილო ან ქ. რუსთავი - ავტო ბაზრობის მიმდებარე ტერიტორია
(კანდიდატთან შეთანხმების მიხედვით)
სამუშაო გრაფიკი: 12 საათიანი დღის ცვლა; ორი დღე მუშაობა - ორი დღე დასვენება
ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 6
ძირითადი მოვალეობები:
** ნაღდ ფულთან მუშაობა (შემოსავლის/გასავლის ოპერაციები, გადაცვლა);
** კრიპტო ვალუტის გადარიცხვა;
** მომხმარებლის კონსულტაცია პროდუქტთან და მისი გაყიდვის პირობებთან დაკავშირებით;
ჩვენი გთავაზობთ:
** კომფორტულ გარემოს და პირობებს;
** მიზნობრივ ბონუსს.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უცხო ენები: რუსული და ინგლისური - სასაუბრო დონეზე;
** გამოცდილება ნაღდ ფულთან მუშაობის კუთხით (სასურველია ფინანსურ ინსტიტუტში);
უნარები:
** კომუნიკაციის კარგი უნარები;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
თუ გიყვარს ადამიანებთან კომუნიკაცია და მზად ხარ დაეხმარო მათ პროდუქტთან დაკავშირებული საკითხების უკეთ გარკვევაში, თუ ხარ ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული, მაშინ ეს ვაკანსია შენთვისაა!
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, მოგვაწოდოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: hr@vacancy.com.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - მოლარე-ოპერატორი.
გისურვებთ წარმატებას!
თქვენი პერსონალური მონაცემ (ებ)ის დამუშავება განხორციელდება ავტომატური ან/და არაავტომატური გზით შპს "ბიტანიკა"-ს (შემდგომში - კომპანია) მიერ (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის მიმდინარე ან/და მომავალი ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. კომპანია თქვენს მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას დაამუშავებს იმ მოცულობით, რომელიც საჭიროა თქვენი ვაკანტურ პოზიციაზე დასაქმებისათვის.
გაცნობებთ, რომ კომპანია კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
გაცნობებთ, რომ რეზიუმეს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნის გზით, ადასტურებთ და თანხმდებით წინამდებარე პირობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით.
თუ გსურთ მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია კომპანიის მიერ დამუშავებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ, ან/და იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, ან/და გსურთ ინფორმაციის განახლება/განადგურება/წაშლა ან/და "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი თქვენი სხვა უფლების რეალიზება, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@vacancy.com.ge
|
|
|
|