Робота для біженців з України
მოლარე-ოპერატორი - ზუგდიდი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-ოპერატორი
მომწოდებელი: აჭარაფეი
გამოქვეყნდა: 07 თებერვალი / ბოლო ვადა: 07 მარტი
კომპანია "Adjarapay.com" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე ქ. ზუგდიდში.

სამუშაო განაკვეთი: (წინასწარ დადგენილი გრაფიკით, ცვლაში მუშაობა, არაუმეტეს კვირაში 40 საათი)
გამოსაცდელი ვადა - 6 თვე
ანაზღაურება - 900 ლარი

ფუნქციები:

** მომხმარებელთა მომსახურების მხარდაჭერა
** მომხმარებლის იდენტიფიცირება პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით
** მომხმარებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ატვირთვა კომპანიის მომხმარებლის კუთვნილ გვერდზე
** სალაროს ოპერაციების მხარდაჭერა
** ნაღდი ფულის ოპერაციების წარმოება
** პლასტიკურ ბარათთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება
** დღიური საბუთების წარმოება

სალაროს ოპერაციების მხარდაჭერა:

** ნაღდი ფულის ოპერაციების წარმოება
** დღიური საბუთების წარმოება
** ფასეულობათა სეიფზე მატერიალური პასუხისმგებლობა და გასაღებების პასუხისმგებლობის ქვეშ შენახვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური მიმართულებით)
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სასურველია
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა

პიროვნული თვისებები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა
** კომუნიკაბელურობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** ოპერატიულობა

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე jobs@adjarapay.com და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და ქალაქი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე