Робота для біженців з України
საწყობის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის ოპერატორი
მომწოდებელი: Manamo Home
გამოქვეყნდა: 07 თებერვალი / ბოლო ვადა: 07 მარტი
საოჯახო ტექსტილის კომპანია "Manamo Home" - აცხადებს ვაკანსიას საწყობის ოპერატორის პოზიციაზე ქ. თბილისში

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 სამუშაო დღე (40 სამუშაო საათი)
სამუშაო ადგილი: კახეთის გზატკეცილი 110ა

ძირითადი მოვალეობები:

** სასაქონლო ზედნადების ატვირთვა;
** საწყობში არსებული მარაგების პროგრამული კონტროლი;
** სასაწყობე ოპერაციების პროგრამული მართვა;
** საწყობის ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობის მიღება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირებისა და ეკონომიკის მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სასურველია;
** ბუღალტრულ პროგრამაში მუშაობის გამოცდილება (FMG პროგრამაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
** RS.GE-ზე მუშაობის გამოცდილება;
** Microsoft Excel-ის ცოდნა;

აუცილებელი უნარები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** შრომისმოყვარეობა;
** კომუნიკაბელურობა;
** ენერგიულობა.

ჩვენს გუნდში მუშაობის მსურველებს გთხოვთ გამომიგზავნოთ რეზიუმე მისამართზე: hr@manamohome.com - გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - საწყობის ოპერატორი.

CV-ს გამოგზავნით თანხმობას აცხადებთ რომ კომპანია Manamo Home დაამუშავებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს დასაქმების მიზნით და შეინახავს მას 6 თვის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე