დასახელება:
ბიზნეს პროცესების მართვის ოფიცერი
|
მომწოდებელი:
ჯეუ ჰოლდინგი
|
გამოქვეყნდა: 07 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 07 მარტი
|
"ჯეუ ჰოლდინგი" დაარსდა 2008 წელს. 16 წლიანი ოპერირების პერიოდში კომპანიას საქართველოს მასშტაბით შესრულებული აქვს 200-ზე მეტი წარმატებული სახელმწიფო თუ კერძო ინფრასტრუქტურული პროექტი.
დღეს ჯგუფი აერთიანებს საგზაო სამშენებლო, მასალების წარმოებისა და სატრანსპორტო მომსახურების მიმართულებებს.
"ჯეუ ჰოლდინგი"-ის შვილობილი კომპანიებია: "Jeu Group", "Rental and logistics company" და " Just Production".
თანამედროვე საწარმო მიმართულებები, სამშენებლო ტექნიკა, უახლესი სტანდარტები და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი "ჯეუ ჰოლდინგის" სავიზიტო ბარათია.
"Jeu Holding" აცხადებს ვაკანსიას ბიზნეს პროცესების მართვის ოფიცრის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
** სახელფასო რეინჯი: 2000-3000 ლარი
** სამუშაო საათები: 10:00-19:00 სთ
** ადგილმდებარეობა: თბილისი
ძირითადი მოვალეობები:
** არსებული ბიზნეს პროცესების მობილიზაცია, ანალიზი და დოკუმენტირება კომპანიის დეპარტამენტებთან თანამშრომლობით
** ბიზნეს პროცესებში არსებული ხარვეზებისა და გაუმჯობესების შესაძლებლობების იდენტიფიცირება
** დეტალური BPMN დიაგრამების, ფლოუჩარტებისა და პროცესების რუკების შექმნა Bizagi Modeler-ის, Visio-ს ან მსგავსი პროგრამების გამოყენებით
** პროცესების დახვეწის მიზნით სამუშაო შეხვედრებისა და დისკუსიების ორგანიზება
** ახალი და ოპტიმიზირებული ბიზნეს პროცესების დანერგვაში მონაწილეობის მიღება
** ბიზნეს პროცესების მონიტორინგი, დარღვევების, ხარვეზების იდენტიფიცირება და დოკუმენტაციის რეგულარული განახლება
** თანამშრომლებისთვის BPM ინსტრუმენტების შესახებ ინფორმაციების მიწოდება
** BRD დოკუმენტების შემუშავებაში მხარდაჭერა.
ძირითადი მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** გამოცდილება BPM ინსტრუმენტების გამოყენებაში: როგორიცაა Bizagi Modeler, Microsoft Visio ან მსგავსი პროგრამები (სასურველია)
** BPMN სტანდარტებისა და პროცესების მოდელირების ტექნიკების ცოდნა
** ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარები
** დეტალებზე ორიენტირებულობა და ორგანიზაციული უნარები
** Microsoft Office-ის და პროექტების მართვის პლატფორმების ცოდნა (მაგ., Monday.com უპირატესობად ჩაითვლება).
ჩვენ გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** კორპორაციულ ნომერს ულიმიტო სასაუბრო დროით
** კორპორაციული ფასდაკლების ბარათებს
** განმავითარებელ პროგრამებში აქტიურ ჩართულობას და სწავლის შესაძლებლობას.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@jeuholding.ge და სათაურში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|