Робота для біженців з України
საწყობის ოპერატორი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის ოპერატორი
მომწოდებელი: გორგია
გამოქვეყნდა: 07 თებერვალი / ბოლო ვადა: 07 მარტი
სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიას საწყობის ოპერატორის პოზიციაზე ქუთაისში.

მე, ნინო სალდაძე, ვმუშაობ გორგიაში ჰიპერმარკეტის მენეჯერის პოზიციაზე 2014 წლიდან, ვაცხადებ ვაკანსიას საწყობის ოპერატორის პოზიციაზე, შერჩეულ კანდიდატს გამოსაცდელ პერიოდში შევასწავლი 1 c პროგრამას და იმ უნარებს, რაც მუშაობის პროცესში დასჭირდება. კანდიდატი აქ მიიღებს ამ სექტორში ყველაზე დიდ გამოცდილებას, ქვეყნის მასშტაბით.

კომპანია "გორგია" საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებს 1998 წლიდან. "გორგია" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი. გორგია მომხმარებლებს 4 000 ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს.

დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 3000-მდე თანამშრომელს, კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; ჩვენ არასოდეს ვამბობთ "არ" ან "ვერ", შეუძლებელი არაფერია. კომპანიისთვის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით.

"გორგია" წარმოდგენილია 14 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში. კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას.

კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
** თანამშრომლისთვის განკუთვნილ ფასდაკლებას;
** კვებას;
** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას;

ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქციის პროგრამული მიღება;
** გაწერილი რეალიზაციაზე გასავლის გაკეთება, წუნდებულების გაკეთება;
** პროგრამული გადაადგილებების შექმნა და კონტროლი;

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება;
** სასურველია ოპერატორის პოზიციაზე ან მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ექსელის ცოდნა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე (CV) ელ.ფოსტის მისამართზე: recruit@gorgia.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება/რეგიონი.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ეთანხმებით, რომ სასურველი პოზიციის დასაკავებლად თქვენი განცხადების განხილვის ეტაპზე, კომპანია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტის დაცვით დაამუშავებს წარდგენილ ინფორმაციას. აგრეთვე, გაქვთ უფლება მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე,

მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა, განადგურება, გაქვთ გაცნობისა და ასლის მიღების უფლება, თანხმობის გამოხმობის უფლება (თანხმობის გამოთხოვის
უფლება შეზღუდულია იმ შემთხვევაში, თუ პირი დაინიშნება ვაკანტურ პოზიციაზე), გასაჩივრების უფლება (შეგიძლიათ მოგვმართოთ: info@gorgia.ge).

პირის ვაკანტურ პოზიციაზე შეუსაბამობის შემთხვევაში, მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია განადგურებულ იქნება უარყოფითი პასუხის მიღებიდან 3 (სამი) თვის ვადაში.

წარმატებებს გისურვებთ!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე