დასახელება:
ჰორეკა არხის გაყიდვების სუპერვაიზერი
|
მომწოდებელი:
ზედაზენი 2012
|
გამოქვეყნდა: 07 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 08 მარტი
|
კომპანია "ზედაზენი 2012" აცხადებს ვაკანსიას დასავლეთ საქართველოს რეგიონის ჰორეკა არხის გაყიდვების სუპერვაიზერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქუთაისი
განაკვეთის ტიპი: სრული განაკვეთი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ჰორეკის არხში გაყიდვების ზრდის უზრუნველყოფა;
** პრიორიტეტული ობიექტების რანგირება, ახალი ობიექტების ათვისება და დაფარვის მუდმივი ზრდა;
** გაყიდვების ანალიზი, სამოქმედო გეგმების განსაზღვრა და ეფექტურად განხორციელება;
** ჰორეკა არხის ანალიზი (კონკურენტების შესახებ ინფორმაციის მოძიება) და პოზიციების გაუმჯობესება, ასორტიმენტის გაზრდა, სარეკლამო მასალების სწორად გამოყენება;
** პრომო აქტივობების დაგეგმარებაში მონაწილეობა, შეთანხმება და შესრულების მონიტორინგი;
** გაყიდვების გეგმის გადანაწილება დაქვემდებარებულებთან და მის შესრულებაზე პასუხისმგებლობა;
** თათბირების ჩატარება დაქვემდებარებულებთან;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მარშრუტების განსაზღვრა ეფექტურობის მიზნით, დავალებების და პასუხისმგებლობის გადანაწილებამ საქმიანობის შეფასება, მათ განვითარებასა და მოტივაციაზე ზრუნვა;
** განახორციელოს სავაჭრო არხის რეგულარული შემოწმება;
** პროდუქციის ფასების სტრუქტურის ცოდნა;
** კონტრაქტების მონიტორინგი (ხელშეკრულების გაფორმება, ვალდებულებების შესრულების კონტროლი, დროული განახლება და ა.შ.)
** პარტნიორებთან ხანგრძლივი და საქმიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება, შენარჩუნება და განვითარება;
** დისტრიბუტორთან რეგულარული მუშაობა, შეკვეთა-მიწოდების და პარტნიორებთან ხარისხიანი მუშაობის კონტროლი;
** ხელმძღვანელისათვის მოთხოვნილი ანგარიშის დროული და ხარისხიანი ინფორმაციის წარდგენა;
** კომპანიისა და მისი ბრენდების ცნობადობის ზრდასა და პოზიტიური იმიჯის შენარჩუნებაზე ზრუნვა;
** კომპანიის მარკეტინგული აქტივობების ორგანიზებასა და განხორციელებაში ჩართულობა;
** ხელმძღვანელის მიერ დავალებული, სამუშაოსთან დაკავშირებული, სხვადასხვა დამატებითი ფუნქციის შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება (FMCG სექტორი);
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა და მუშაობის გამოცდილება;
** უცხო ენის ცოდნა.
პიროვნული მახასიათებლები:
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება და შედეგებზე ორიენტირებულობა;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი.
სამუშაო პირობები:
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** ბონუსი;
** საწვავი.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@geobeer.ge. აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება წერილის სათაურად, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
განცხადების წარმოდგენის საბოლოო ვადაა 2025 წლის 8 მარტი.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
თქვენი რეზიუმე შესაძლოა დამუშავდეს და შენახულ იქნას ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის დაშვების მიზნით, "პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
თქვენ ასევე თანხმობას აცხადებთ, რომ სს "ქართული ლუდის კომპანიამ" თქვენი კანდიდატურა განიხილოს შეინახოს და გამოიყენოს სს "ქართული ლუდის კომპანიის" მიერ გამოცხადებული სხვა ვაკანტური პოზიციების შევსების მიზნით, გარდა იმ პოზიციისა, რომელზეც გამოაგზავნეთ რეზიუმე. იმ შემთხვევაში თუკი წინააღმდეგი ხართ სს "ქართული ლუდის კომპანიამ" დაამუშაოს თქვენ მიერ მოწოდებული მონაცემები, გთხოვთ აღნიშნულის შესახებ წერილობით გვაცნობოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@geobeer.ge და თქვენი სახელის და გვარის მითითებით.
|
|
|
|