დასახელება:
მზარეულის დამხმარე
|
მომწოდებელი:
8000 მოსავალი
|
გამოქვეყნდა: 07 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 07 მარტი
|
ღვინის მაღაზია/ბარი "8000 მოსავალი" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის დამხმარის პოზიციაზე ბათუმში.
ვინ ვართ ჩვენ:
8000 მოსავალი არის ქართული ღვინის მაღაზია/ბარი, სადაც ყველა ღვინო შერჩეულია დამოუკიდებელი კომისიის მიერ ფარული დეგუსტაციის წესით. დღეს მაღაზიაში გვაქვს 1000-მდე რჩეული ღვინო.
ჩვენს ბარში ღვინის შეძენა მაღაზიის თაროს ფასადაა შესაძლებელი და სტუმრებს ვუმასპინძლდებით მხოლოდ ცივი, ღვინოსთან მისაყოლებელი ხემსით.
ვატარებთ ბევრ ღონისძიებას, რათა გავზარდოთ ცოდნა ღვინის შესახებ და შევქმნათ ღვინის სმის მართებული კულტურა.
ჩვენი მისიაა რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავასინჯოთ და შევაყვაროთ კარგი ქართული ღვინო.
ამ ეტაპზე გვაქვს 6 მაღაზია/ბარი და ონლაინ მაღაზია.
რას მიიღებთ ჩვენგან:
** გუნდთან ერთად მუშაობას, რომელიც გაერთიანებულია ერთი იდეის გარშემო
** ბევრი ღვინის გასინჯვას და ცოდნას ღვინოზე
** ჯანმრთელობის დაზღვევის თანადაფინანსებას
** ფიტპასის აბონიმენტს შეღავათიან ფასში
ძირითადი მოვალეობები:
** შეკვეთის მომზადების პროცესში მონაწილეობის მიღება
** ტექნოლოგიური სტანდარტების და კალკულაციის დაცვა
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა
** სამუშაო დღის დასასრულისას სამზარეულოს ინვენტარის მოწესრიგება და დასუფთავება.
მოთხოვნები:
** პუნქტუალურობა
** ინტენსიურ პირობებში მუშაობის უნარი
** შრომისმოყვარეობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
გამოცდილება აუცილებელი არ არის.
გრაფიკი: 19:00-დან 23:00-მდე
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათით შემდეგ ელ-ფოსტაზე: batumi.vacancy@8000vintages.ge
სათაურის ველში მიუთითეთ "მზარეულის დამხმარე" ან დაგვირეკეთ: 555422842
გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გადმოგზავნილი რეზიუმე/CV შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, რომლის გადმოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "ქართული ღვინის კოოპაერაცია"-ს მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე - გამოცხადებულ ვაკანსიასთან ან/და სამომავლო ვაკანსიებთან თქვენი შესაბამისობის დადგენის მიზნით, რომელიც შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) თვის ვადისა.
გაცნობებთ, რომ თქვენ სარგებლობთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებებით, მათ შორის და არა მხოლოდ, მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების, თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, წაშლის, განადგურების ან/და მონაცემთა დამუშავების მოთხოვნის უფლებით, რისთვისაც შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ კომპანიის სატელეფონო ნომერზე ან მოგვწეროთ ელ-ფოსტა.
შპს "ქართული ღვინის კოოპერაცია " აცხადებს, რომ თქვენს პერსონალურ მონაცემებს დაამუშავებს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
|
|
|
|