Робота для біженців з України
სამეურნეოს მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამეურნეოს მენეჯერი
მომწოდებელი: ათასწლეულის სკოლა
გამოქვეყნდა: 07 თებერვალი / ბოლო ვადა: 14 მარტი
"ათასწლეულის სკოლა" აცხადებს ვაკანსიას სამეურნეოს მენეჯერის პოზიციაზე.

სამეურნეო მენეჯერის მოვალეობებია:

** სკოლის სამეურნეო ხელმძღვანელთან ერთად ჩართულია სკოლაში ინვენტარიზაციის პროცესში;
** სკოლის ინვენტარის, ინფრასტრუქტურის დაზიანების შემთხვევაში, პასუხისმგებელია შესაბამისი ზომების მიღებაზე, სასწავლო პროცესის შეუფერხებლად განხორციელების უზრუნველსაყოფად;
** პასუხისმგებელია კომუნიკაციების უწყვეტობაზე. უზრუნველყოფს კონდიცირების, განათების, გათბობის, ელექტროენერგიისა და წყალგაყვანილობის სისტემების შეუფერხებელ ფუნქციონირებას;
** უზრუნველყოფს შენობის ოთახების ყველა საჭირო ტექნიკური მოწყობილობებით აღჭურვას მათი დანიშნულების მიხედვით და მათ გამართულ მუშაობას საინფორმაციო ტექნოლოგიების მენეჯერთან ერთად;
** ხელმძღვანელობს მშენებლობას, კაპიტალურ და მიმდინარე რემონტებს; პასუხისმგებელია კლასების, ლაბორატორიების, სამედიცინო კაბინეტის, სასადილოს და სკოლაში არსებული სხვა ობიექტების ტექნიკურ გამართულობაზე;
** აწარმოებს სკოლის შენობის და ინვენტარის ყოველდღიურ დათვალიერებას და პერიოდულად აწვდის შესაბამის ინფორმაციას სამეურნეო სამსახურის ხელმძღვანელს;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები/უნარები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირება.

სამუშაო საათები: 9:00-17:00, სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გადმოაგზავნეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია: hr@millennium-school.org

სკოლა შერჩეულ კანდიდატებს დაუკავშირდება არაუგვიანეს 14 მარტისა.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე