დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი სოფლის მეურნეობის მიმართულებით
|
მომწოდებელი:
ასპ-გრუპი
|
გამოქვეყნდა: 07 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 07 მარტი
|
კომპანია ასპ-გრუპი აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე სოფლის მეურნეობის ტექნიკების მიმართულებით
ასპ-გრუპის ერთ-ერთ საქმიანობას წარმოადგენს სოფლის მეურნეობის ტექნიკის რეალიზაცია, მასთან დაკავშირებული სათადარიგო ნაწილების იმპორტი და სრული სერვისული მომსახურების გაწევა. კომპანიას 23 წლიანი სამუშაო გამოცდილება გააჩნია აღნიშნულ სფეროში.
კომპანიის ვებ-გვერდი: https://agt.ge/
კომპანიის Facebook-გვერდი: https://www.facebook.com/aspgroupge
პირობები:
ადგილმდებარეობა: თბილისი, კახეთის გზატკეცილი
სამუშაო დრო: ორშაბათი-შაბათი 09:30-18:30 საათები.
ანაზღაურება: შეთანხმებით, კვალიფიკაციიდან გამომდინარე;
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** პოტენციური მყიდველების მიღება და კონსულტაცია
** პოტენციური მომხმარებლებისთვის კონკრეტული შეთავაზების მომზადება, შეხვედრის ჩანიშვნა და პრეზენტაციის ჩატარება
** კლიენტების საჭიროებების იდენტიფიცირება
** ფასების განსაზღვრა და მოლაპარაკებების წარმოება
** საჭირო დოკუმენტაციის მომზადება
** აგროტექნიკის სპეციფიკაციების შესწავლა
** ახალი პროდუქტების შესახებ ინფორმაციის მუდმივი განახლება
** სარეკლამო კამპანიების დაგეგმვაში ჩართულობა
** ბაზრის კვლევა
** კონკურენტების პროდუქტებისა და ფასების მონიტორინგი
** მომხმარებლებთან კავშირის შენარჩუნება, მათთვის სიახლეების გაცნობა, ახალი პროდუქტებისა და სერვისის შეთავაზება;
** დაქვემდებარებაში მყოფი გუნდის მართვა და სწავლება;
** გუნდისთვის კლიენტების მოძიება/მოზიდვისა და გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება;
** კომპანიისთვის საინტერესო, თემატური ტენდერების მოძიება, მონაწილეობის მიღება და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის, აგრონომიის ან მსგავს სფეროში
** პროფესიული სერტიფიკატები გაყიდვების მენეჯმენტში (სასურველი)
** საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
** MS (word, excel, outlook) Office პროგრამების ცოდნა.
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება გაყიდვების სფეროში
** სასურველია გამოცდილება აგროტექნიკის ან მძიმე ტექნიკის გაყიდვებში
** მართვის მოწმობა
პიროვნული თვისებები და უნარები:
** ძლიერი კომუნიკაციის უნარი
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი
** ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** მოტივირებული და შედეგზე ორიენტირებული
** ადაპტირების უნარი და სტრესის მართვის უნარი
** ინიციატივიანობა და კრეატიულობა
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@aspgroup.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
გამოხმაურება მოხდება მხოლოდ საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამის კანდიდატებთან.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|