დასახელება:
ელექტრიკოსი
|
მომწოდებელი:
FINEX
|
გამოქვეყნდა: 07 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 28 თებერვალი
|
კომპანია "Finex"-ი აცხადებს ვაკანსიას ელექტრიკოსის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, გასვლითი ვიზიტები რეგიონებში, ანაზღაურება: ფიქსირებული (კვალიფიკაციის შესაბამისად, მომატების პერსპექტივით)
განაკვეთი: სრული.
აუცილებელი მოთხოვნები:
** პროფესიული განათლება ენერგეტიკის მიმართულებით და ელექტრიკოსის სერტიფიკატი;
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე.
თანამდებობრივი ვალდებულებები:
** კომპანიაში არსებული ელექტრო ინფრასტრუქტურის (მათ შორის: დანადგარების, ელ.ძრავების, ელგამანაწილებელი კარადების, მაღალი ძაბვის უჯრედების) უსაფრთხო და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
** ელექტრული დაზიანებების აღმოჩენა, აღდგენითი სამუშაოების წარმოება;
** ელ-სისტემების და საველე ტექნიკის ექსპლუატაციის ხარისხის კონტროლი და ხარვეზების დროული გამოვლენა;
** ელექტრული ცალხაზოვანი სქემის წაკითხვის უნარი;
** არსებული ელექტრო გაყვანილობის რემონტი და გეგმური შემოწმება;
** ელექტროენერგიის მოხმარების მონიტორინგი;
** კანონმდებლობით არსებული უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
** ელექტროენერგიის გამანაწილებელ/მომწოდებელ კომპანიებთან ურთიერთობა და ინფორმაციის გაცლა;
პიროვნული თვისებები:
** თავაზიანი;
** პასუხისმგებლობიანი;
** მოწესრიგებული;
** ენერგიული;
** შრომისმოყვარე;
** პუნქტუალური.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV ელ-ფოსტით შემდეგ მისამართზე: ngudushauri@finex.ge.
ელ-ფოსტის სათაურის ველში მიუთითეთ სასურველი თანამდებობის დასახელება.
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 28 თებერვალი, 2025 წ.
გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის!
|
|
|
|