Робота для біженців з України
გრაფიკული დიზაინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გრაფიკული დიზაინერი
მომწოდებელი: კოლორ ჯგუფი
გამოქვეყნდა: 07 თებერვალი / ბოლო ვადა: 07 მარტი
"კოლორ ჯგუფი" - არის ყველაზე დიდი დივერსიფიცირებული პოლიგრაფიული საწარმო რეგიონში. კოლორ ჯგუფის მომსახურების არეალი ფართოა, ვემსახურებით როგორც დიდ ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებს, ასევე მცირე და საშუალო მეწარმეებს.

გამორჩეული და თანამედროვე მიდგომებით ბიზნესში, ვქმნით კონკურენტულ გარემოს და ვისწრაფვით განვითარებისკენ.
როგორც ყველა თანამედროვე ბიზნესისთვის, ჩვენთვისაც პრიორიტეტი ადამიანური რესურსებია, ჩვენთან დასაქმებულ ასობით ადამიანს, ვცდილობთ ხელი შევუწყოთ კარიერულ წინსვლასა და განვითარებაში.

გახდი ჩვენი გუნდის წევრი და განვითარდი ჩვენთან ერთად!

"კოლორ ჯგუფი" გეძებს შენ გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ გვერდს: http://colorgroup.ge

რისი გაკეთება მოგიწევს?

** სოციალური მედიისთვის გრაფიკული პოსტერების შექმნა;
** ვიზუალურ ბრენდინგზე მუშაობა, მასში აქტიური ჩართულობა;
** საბეჭდი მასალების დიზაინის შექმნა და დამუშავება შესაბამის ფორმატში;
** საიდენტიფიკაციო მასალების (სავიზიტო ბარათები, შეფუთვები, ბლანკები, ფლაერები, კატალოგები, ბანერები და სხვ.) დიზაინის შემუშავება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პროგრამებში: Adobe Photoshop, Adobe Illustrator, corel draw, მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია თუ კანდიდატს შეეძლება ხატვა ან 3D პროგრამაში მუშაობა;

პიროვნული თვისებები:

** გუნდთან მუშაობა;
** კრეატიული;
** ორგანიზებული;
** შედეგზე ორიენტირებული;
** კომუნიკაბელური.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00;
** სამუშაოს ადგილმდებარეობა: სამგორის რაიონი, ეკატერინე ბაღდავაძის 3
** ანაზღაურება: 1300-1800 ლარი

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** ჰოლდინგის შვილობილი კომპანიების ფადაკლების ბარათს (მათ შორის: ბიბლუსის, პეპელას, პიატოს, პალიტრა L-ის, პრინტერეას, კრიალას, ფავორიტისა და ჰოთსეილის პროდუქციაზე);
** მეგობრულ სამუშაო გარემოსა და განვითარების უსაზღვრო შესაძლებლობას

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: vacancy@colorgroup.ge.

გთხოვთ ელ. ფოსტის სათაურში მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება.

გისურვებთ წარმატებას!

წინამდებარე ვაკანსიაზე მონაცემების (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რომ კოლორ ჯგუფმა-მა შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე), თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე