დასახელება:
რეგისტრატორი
|
მომწოდებელი:
რეპროარტი
|
გამოქვეყნდა: 07 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 07 მარტი
|
"ქართულ-ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა რეპროარტი" 2012 წლიდან წარმატებით მოღვაწეობს რეპროდუქციული მიმართულებით. კლინიკის მომსახურება ყველა იმ ასპექტს აერთიანებს, რომელსაც ქალისა და მამაკაცის რეპროდუქციული ჯანმრთელობა უკავშირდება.
"ქართულ-ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა რეპროარტი" აცხადებს ვაკანსიას რეგისტრატორის პოზიციაზე.
ვაკანტური პოზიციის დასახელება: რეგისტრატორი;
ადგილმდებარეობა: სულხან ცინცაძის ქუჩა #23
სამუშაო დატვირთვა: ორშაბათი-პარასკევი 9:30-17:30სთ, შაბათი 09:30-15:00 სთ;
აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და ცოდნა:
** სასურველია მსგავს პოზიციაზე სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური ენის საბაზისო ცოდნა.
ვაკანტური პოზიციის ძირითადი სამუშაო აღწერა:
** პაციენტის ეფექტური მომსახურება;
** პაციენტისთვის ინფორმაციის სწორად მიწოდება/გადამისამართება;
** პაციენტის შესაბამის პროგრამაში რეგისტრაცია;
** ამბულატორიული ბარათის გახსნა და ინფორმაციის შევსება წინასწარ განსაზღვრული წესის შესაბამისად;
** გახსნილი ამბულატორიული ბარათების არქივში დაარქივება და საჭიროების შემთხვევაში მათი პაციენტებისთვის მოძიება.
პიროვნული უნარები:
** ორგანიზებულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** დისციპლინირებულობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** კეთილგანწყობა
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ CV გადმოგვიგზავნოთ ელ. ფოსტით, შემდეგ მისამართზე: career@reproart.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.
განცხადების მიღების ბოლო ვადა: 2025 წლის 07 მარტი.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენს მიერ რეზიუმეს წარდგენა გულისხმობს, პერსონალური მონაცემების შპს "ქართულ-ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა რეპროარტისთვის" გადაცემას და თანხმობის განცხადებას აღნიშნული ინფორმაციის დამუშავებისა და შენახვის თაობაზე. პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|