დასახელება:
სამედიცინოს პროდუქტის შემუშავებისა სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
აპტოსი
|
გამოქვეყნდა: 07 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 07 მარტი
|
კომპანია "აპტოსი" წარმოადგენს ესთეტიკის დარგის ლიდერ კომპანიას, რომელიც ოპერირებს საერთაშორისო ბაზარზე მსოფლიოს 100 ქვეყანაში. კომპანია ფლობს 5 გლობალურ ოფისს თბილისში, ბერლინში, პრაღაში, დუბაიში და მოსკოვში.
კომპანია "აპტოსი" ეძებს სამედიცინოს პროდუქტის შემუშავებისა და განვითარების სპეციალისტს.
ძირითადი პასუხისმგებლობები:
** სამეცნიერო-ექსპერიმენტული კვლევის ჩატარება
** ხელმძღვანელთან ერთად კვლევის პროტოკოლის შემუშავება;
** სხვადასხვა პოლიმერული ძაფის შედარებითი ანალიზი, პოლიმერული ძაფების მექანიკური თვისებების მონიტორინგი ინ-ვიტრო დეგრადაციის პირობებში და სხვა;
** თემატიკის შესაფერისი სამეცნიერო ლიტერატურის გაცნობა;
** კვლევის შედეგების ანალიზი და ანგარიშის მომზადება.
** ახალი პროდუქტების შემუშავებაში ან/და არსებულის გაუმჯობესებაში მონაწილეობის მიღება
** სამედიცინო მოწყობილობების (medical device) შემუშავების მარეგულირებელი სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისი (ISO 13485`s Design Controls In Medical Device Development) დოკუმენტების შემუშავება;
** დოკუმენტის შესამუშავებლად საჭირო ინფორმაციის მოძიება (წყარო: სამეცნიერო ლიტერატურა, სტანდარტები და სხვა);
** პროდუქტის შეფუთვის დიზაინის შემუშავება მარკეტინგის გუნდთან ერთად.
კომუნიკაცია მომწოდებლებთან:
ბაზარზე არსებული ახალი და ინოვაციური ნივთიერებების მონიტორინგი და სიახლეების ძიება (რომლებიც ხელს შეუწყობს პროდუქტის გაუმჯობესებას ან ახალი პროდუქტების შექმნას_ და და კომუნიკაცია მომწოდებლებთან.
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ქიმიის, ბიოლოგიის, ფარმაციის დარგში, ბიოსამედიცინო მიმართულებაში, სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებებში;
** ინგლისური ენის ფლობა (Advanced);
** კომპიუტერული პროგრამები: MS Office, მაღალ დონეზე ცოდნა;
აუცილებელი უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ზეპირი და წერითი კომუნიკაციის უნარ-ჩვევები;
** სამეცნიერო კვლევითი გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
სამუშაო ტიპი/სამუშაო საათები:
სამუშაო ადგილი: თბილისი, გ. ამილახვარის 15;
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-18:00;
ჩვენ გთავაზობთ:
კორპორატიული ბენეფიტების პაკეტს - კვება, ჯანმრთელობის დაზღვევა, საკომუნიკაციო პაკეტი.
დაინტერესების შემთხვევაში, 07 მარტამდე გამოგზავნეთ პროფესიული რეზიუმე ელ.ფოსტაზე: hr@aptos.ge და გთხოვთ, ელ.ფოსტის სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: სამედიცინოს პროდუქტის შემუშავებისა და განვითარების სპეციალისტი.
დავუკავშირდებით, მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს
გისურვებთ წარმატებას!
გაცნობებთ, რომ ვაკანსიაზე გამოგზავნილი რეზიუმე და სხვა დოკუმენტები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "აპტოს"-ის ან შპს "აპტოს"-ის უფლებამოსილი პირის მიერ, სხვა პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში. პირი, აპლიკაციის მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნის გზით, ადასტურებს და თანხმდება წინამდებარე პირობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით. აპლიკანტი უფლებამოსილია მოითხოვოს მიწოდებული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშალა ან განადგურება. ამ შემთხვევაში, შპს "აპტოს", ისევე როგორც შესაბამისი უფლებამოსილი პირი, 15 დღის ვადაში გაასწორებს, განაახლებს, დაამატებს, დაბლოკავს, წაშლის, გაანადგურებს მიღებულ ინფორმაციას ან მიიღებს გადაწყვეტილებას მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ. გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან ან სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით.
|
|
|
|