Робота для біженців з України
მოლარე-კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: გ და გ კომპანია
გამოქვეყნდა: 07 თებერვალი / ბოლო ვადა: 07 მარტი
შპს "გ და გ კომპანია 2023" აცხადებს ვაკანსიას მოლარე - კონსულტანტის პოზიციაზე ქ. თბილისში.

ალკოჰოლური ბიო-ორგანული სასმელების იმპორტიორი კომპანია 2023 წლიდან არსებობს ქართულ ბაზარზე. მაღაზიაში არის 15-მდე სახეობის პროდუქცია რაც ამარტივებს სამუშაო პირობებს.

სამუშაო განაკვეთი: თვეში 15 სამუშაო დღე დილის 10:00 - 21:00, შესვენება დღეში 1 საათი.
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, სულხან ცინცაძის N4.
ანაზღაურება: ხელზე ასაღები 900 ლარი + ბონუსი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** პროდუქციის მარაგების მართვა, კონტროლი და ადმინისტრირება;
** პროდუქციის განთავსება, ფასმაჩვენებლის მონიტორინგი;
** სალაროს მართვა და კონტროლი; სწორი და უშეცდომო სალარო ოპერაციების წარმოება;
** პროდუქციის მიღება და განთავსება;
** კომპანიაში არსებული და ახალი პროდუქციის შესწავლაში მაღალი ჩართულობა;
** მაღაზიის ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება;
** მაღაზიის მენეჯერის მიერ გაცემული სამსახურებრივი დავალებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ზოგადი ან უმაღლესი განათლება.
** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება.
** ნაღდი ფულის შენახვა-გაცემის, აღწერა-ჩაბარების საფუძვლების ცოდნა.
** ანგარიშსწორების ყველა შესაძლო ფორმის ცოდნა, რომელიც შეიძლება გამოიყენოს მომხმარებელმა.
** აუცილებელია რუსული ენის ცოდნა.

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: company.gg23@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე