დასახელება:
IT სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
მინიმარტს
|
გამოქვეყნდა: 07 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 07 მარტი
|
კომპანია "მინიმარტს" 2022 წლის 1 აპრილიდან საქართველოს მასშტაბით წარმოდგენილია 270-მდე ჯიხურით, სადაც ხდება სხვადასხვა პროდუქტის რეალიზაცია.
ჩვენი მიზანია - თანამშრომლების კეთილდღეობაზე ზრუნვითა და მომხმარებლის კმაყოფილებაზე ორიენტირებული დამოკიდებულებით შევქმნათ ხარისხიანი პროდუქტის მიწოდებისა და მომსახურების გამოცდილება.
ვის ვეძებთ?
პოზიციის დასახელება: IT სპეციალისტი
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო საათები: 09:30-18:30
ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:
** სამუშაო ადგილის პერიფერიული მოწყობილობებით, კომპიუტერებით, სისტემებით აღჭურვა და მათი გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
** კომპიუტერული ტექნიკის პროგრამული უზრუნველყოფა;
** პერიფერიული მოწყობილობების (პრინტერი, სკანერი და სხვ.) ინსტალაცია, გამართვა;
** საინფორმაციო-ტექნოლოგიური ხასიათის ინციდენტებზე (ხარვეზებზე) დროული რეაგირება, მონიტორინგი;
** სხვადასხვა პროგრამული პაკეტების ინსტალაცია შესაბამისი პოლიტიკის დაცვით;
** პერსონალისგან შესასყიდი IT asset-ების მოთხოვნების მიღება/დამუშავება;
** ახალი ობიექტის გახსნისას სრული ტექნიკური მხარდაჭერა;
** ოფისებსა და ობიექტებში კომპიუტერული და ქსელური პრობლემების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა;
** უშუალო უფროსისა და კოორდინატორის მიერ მითითებული სხვადასხვა დავალების შესრულების უზრუნველყოფა, რაც პირდაპირ ან არაპირდაპირ არის დაკავშირებული მის საქმიანობასთან.
გეძებთ თქვენ, თუ თვლით რომ გაქვთ:
** სასურველია უმაღლესი განათლება;
** IT მხარდაჭერის მიმართულებით სამუშაო გამოცდილება;
** Microsoft Windows ოპერაციულ სისტემებთან (7, 10) მუშაობის გამოცდილება;
** Microsoft Office 365 კლიენტ აპლიკაციებთან და სერვისთან მუშაობის გამოცდილება;
** ვირტუალიზაციის სისტემებთან (VMWare, ESXI) მუშაობის გამოცდილება;
** Active Directory-სთან მუშაობის გამოცდილება;
** პერიფერიული მოწყობილობები, პრინტერი, სკანერი და სხვა - ინსტალაციის და კონფიგურაციის გამოცდილება;
** ქსელების და ქსელური აპარატურის მართვის საბაზისო დონეზე ცოდნა (MikroTik, Fortinet, Unifi (TCP/IP, LAN, IPsec, VPN, DHCP, DNS))
რას გთავაზობთ? (ბენეფიტები):
** კორპორაციულ დაზღვევას;
** ფიჭურ სატელეფონო მომსახურებას.
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნე რეზიუმე: vacancy@minimarts.ge
გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს.
გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "მინიმარტს"-ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო მიზნებისათვის.
|
|
|
|