Робота для біженців з України
მძღოლი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლი
მომწოდებელი: მინიმარტს
გამოქვეყნდა: 07 თებერვალი / ბოლო ვადა: 07 მარტი
კომპანია "მინიმარტს" 2022 წლის 1 აპრილიდან საქართველოს მასშტაბით წარმოდგენილია 270-მდე ჯიხურით, სადაც ხდება სხვადასხვა პროდუქტის რეალიზაცია.

ჩვენი მიზანია - თანამშრომლების კეთილდღეობაზე ზრუნვითა და მომხმარებლის კმაყოფილებაზე ორიენტირებული დამოკიდებულებით შევქმნათ ხარისხიანი პროდუქტის მიწოდებისა და მომსახურების გამოცდილება.

ვის ვეძებთ?

პოზიციის დასახელება: მძღოლი
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო საათები: 09:30-18:30

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

** სატრანსპორტო საშუალების მართვა, პროდუქციის ტრანსპორტირება და ჩაბარება საწყობსა და ობიექტებზე;
** ავტოტრანსპორტის ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფის მიზნით, ავტომობილის ექსპლუატაციისა და რემონტის საკითხებზე მექანიკოსთან თანამშრომლობა;
** სარემონტო ან/და გეგმური სამუშაოების გასაწევად ავტომობილების ტექნიკურ ცენტრებში მიყვანა/წამოყვანა;
** კომპანიის მიერ გადაცემული ტარის კონტროლი, მითვლა, საბუთის ატვირთვის მოთხოვნა და დაბრუნება;
** მიწოდების პროცესში პროდუქციის და აღჭურვილობის უსაფრთხოების დაცვა (ტვირთის სწორი განთავსება, ატვირთვისა და გადმოტვირთვის კონტროლი);
** ავტოტრანსპორტის უსაფრთხო მართვა, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
** სატვირთო მანქანის ჰიგიენის დაცვა; კონტრაქტორ სამრეცხაოში მანქანის მიყვანა გარეცხვა და წამოყვანა;
** ავტოსაგზაო შემთხვევის დროს შესაბამისი თანამშრომლების (უშუალო ხელმძღვანელი, და ტრანსპორტის განყოფილების თანამშრომელი) ინფორმირება;
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება.

გეძებთ თქვენ, თუ თვლით რომ გაქვთ: მართვის მოწმობა C კატეგორია

რას გთავაზობთ? (ბენეფიტები):

** კორპორაციულ დაზღვევას;
** ფიჭურ სატელეფონო მომსახურებას;
** კვების ანაზღაურებას.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე: vacancy@minimarts.ge

გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "მინიმარტს"-ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო მიზნებისათვის.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე