Робота для біженців з України
საწყობის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის მენეჯერი
მომწოდებელი: მეპერსი
გამოქვეყნდა: 07 თებერვალი / ბოლო ვადა: 07 მარტი
"მეპერსი" გახლავთ წამყვანი და მზარდი საინჟინრო საპროექტო კომპანია, რომელიც ერთ-ერთი ლიდერია ამიერკავკასიაში გათბობა-გაგრილების, ვენტილაციის, ხანძარქრობისა და წყალმომარაგების სისტემების სფეროში.

ჩვენ გთავაზობთ მსოფლიოს წამყვანი ბრენდების, მაღალი ხარისხის პროდუქციას, უფასო კონსულტაციებს, პროექტირებას, მონტაჟს, გაყიდვების შემდგომ საგარანტიო მომსახურებასა და ქარხნულ გარანტიას.

დაკავებული თანამდებობა: საწყობის მენეჯერი

სამუშაო საათები: 9:00-18:00
ხელფასი: 1300 ლარი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საწყობში საქონლის და მატერიალური ფასეულობების მიღების,
** შენახვისა და გაცემის სამუშაოების ხელმძღვანელობა, საწყობში მათი რაციონალური განთავსება,
** საჭირო მასალების მოძიება და გაცემის პროცედურის გამარტივება და დაჩქარება;
** საქონლის და მატერიალური ფასეულობების მარაგების კონტროლი;
** დასაწყობებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შენახვა, მიღებისა და გაცემის საბუთების გაფორმება;
** საქონლის, მატერიალური ფასეულობების და ძირითადი საშუალებების შესაბამის პროგრამაში აღრიცხვა;
** სასაწყობო ოპერაციების აღრიცხვის სისწორის კონტროლი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება - სასურველია 2 წელი;
** კომპიუტერთან მუშაობის უნარი;
** საწყობის აღრიცხვის და ძირითადი საშუალებების აღრიცხვის სპეციალური პროგრამის ცოდნა.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელფოსტის მისამართზე: g.valevich@meppers.com

ეწვიეთ ჩვენს Facebook გვერდს ვებგვერდს:

http://www.meppers.com
https://www.facebook.com/meppersGeorgia/
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე