დასახელება:
ბრენდ მენეჯერი
|
მომწოდებელი:
კანტი
|
გამოქვეყნდა: 05 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 05 მარტი
|
შპს "კანტი" აცხადებს ვაკანსიას ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე, ბაკალეას მიმართულებით:
ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები:
** ბაზრის კვლევა და ანალიტიკა
** ბრენდის გაყიდვების ანალიტიკა (ABC ანალიზის გაკეთება, ბოსტონის მატრიცის გამოყენება)
** პლანოგრამის შექმნა და იმპლემენტირება, მაღაზიის კატეგორიების მიხედვით
** ფასწარმოქმნის შედგენა პროდუქტების მიხედვით
** მარჟინალობის კონტროლი როგორც ბრენდის, ასევე პროდუქტის ჭრილში
** ბრენდის მომგებიანობის კონტროლი
** მომწოდებლებთან ურთიერთობა
** პროდუქტის ვადების კონტროლი, საწყობის ხელმძღვანელის დახმარებით
** გაყიდვების გეგმის შედგენა და შეთანხმება უშუალო ხელმძღვანელთან
** ბრენდის პრეზენტაციის შექმნა და მათი წარდგენა გაყიდვების გუნდსა და პარტნიორებთან
** პროდუქციის შეკვეთა საჭიროებისამებრ
მოთხოვნები:
** მცირე გამოცდილება იდენტურ ან მომიჯნავე სფეროში;
** ინგლისური და რუსული ენების ფლობა საკომუნიკაციო დონეზე (აღნიშნული საჭიროება გამომდინარეობს უცხოური პროდუქტების მომწოდებლებთან კომუნიკაციის დამყარების მიზნით)
ლოკაცია: გლდანი
გრაფიკი: 09:30-18:00
ანაზღაურება: პირველი 3 თვე 2500 ლარის ოდენობით, 3 თვის შემდეგ 3000 ლარის ოდენობით. (2500 ფიქსირებული + 500 საბონუსე ფონდი); ასევე 3 თვის შემდეგ იწყება კვარტლური ბონუსის ათვლა.
ბენეფიტები:
** ჯანმრთელობის დაზღვევის თანადაფინანსება
** ფიტპასი
** ულიმიტო სასაუბრო პაკეტი
** მანქანის საწვავის ლიმიტი
** ფასდაკლება კომპანიის პროდუქციაზე
** 3 ანაზღაურებადი Day Off
** მოსაწვევები კომპანიის მიერ დაორგანიზებულ ივენთებზე (Open Air, მუსიკალური საღამოები და სხვ)
** დაბადების დღის საჩუქარი
** კორპორატიული ღონისძიებები (საჩუქრებით და გათამაშებებით)
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გაგვიზიაროთ CV ელფოსტაზე: hr@kanti.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|