Робота для біженців з України
ფილიალის მმართველი - სენაკი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფილიალის მმართველი
მომწოდებელი: კრისტალი
გამოქვეყნდა: 05 თებერვალი / ბოლო ვადა: 17 თებერვალი
ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მმართველის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: სენაკი

"კრისტალი" ქართულ ფინანსურ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც გამოირჩევა სოციალური პასუხისმგებლობით, გამჭვირვალობითა და პასუხისმგებლობიანი დაკრედიტებით. ამ მიმართულებებში კომპანიას თავისი საქმიანობის მანძილზე მრავალი საერთაშორისო თუ ადგილობრივი აღიარება აქვს მოპოვებული. "კრისტალი" უკვე 26 წელია წარმატებით ოპერირებს მთელი ქვეყნის მასშტაბით და 50-მდე ფილიალის მეშვეობით ხელს უწყობს ათასობით მომხმარებლის ეკონომიკურ განვითარებას.

"კრისტალის" დიდი გუნდი აერთიანებს 1000-ზე მეტ ადამიანს, რომლებიც ქმნიან საერთო ღირებულებებზე - გუნდურობასა და განვითარებაზე დაფუძნებულ კორპორატიულ კულტურას. სწორედ ასეთი გარემო და ურთიერთობები განაპირობებს ჩვენი კომპანიის სიძლიერეს, სტაბილურობასა და წარმატებას.

"კრისტალი" გთავაზობთ:

** პიროვნულ და პროფესიულ ზრდას
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
** ჯანმრთელობის დაზღვევას

ძირითადი მოვალეობები:

** ფილიალის დაგეგმილი ბიზნეს შედეგების უზრუნველყოფა და მართვა;
** ფილიალის სალაროს გამართული მუშაობის უზრუნველყოფა და მართვა;
** დაქვემდებარებული გუნდის ხელმძღვანელობა, გუნდის მიერ განსახორციელებელი სამუშაოს დაგეგმვა, განაწილება, შესრულების მონიტორინგი და შესაბამისი უკუკავშირების მიწოდება; გუნდის წევრების მოტივაციასა და პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა;
** გუნდის წევრების შერჩევის პროცესში აქტიური მონაწილეობა;
** მომხმარებელთა მომსახურების ხარისხის კონტროლი;
** მონაწილეობა მომხმარებლის საკრედიტო განაცხადების განხილვაში მინიჭებული ლიმიტის ფარგლებში;
** დამტკიცებული/გაცემული სესხების ფაილინგის შემოწმება და სრულყოფილების კონტროლი;
** გაცემული სესხების მონიტორინგი კომპანიაში დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად და პროგრამაში შედეგების ასახვა;
** პროცესების და პროცედურების მოთხოვნების დაცვა და კონტროლი;
** პერიოდული ანგარიშგებების მომზადება;
** ვადაგადაცილებული სესხების მართვა;
** მომხმარებლებთან და პარტნიორებთან კომუნიკაცია.

საჭირო კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** საბანკო-საფინანსო სფეროში მუშაობის მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება საკრედიტო მიმართულებით;
** საბანკო-საფინანსო სფეროში მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის 2-წლიანი გამოცდილება;
** რეგიონის მიკრო-საკრედიტო ბაზრისა და მარკეტინგის ცოდნის სათანადო დონე;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლების ცოდნა;
** ქართულ ენაზე გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაცია;

თუ თვლით, რომ ჩვენი კომპანიის ღირებულებები და ვაკანსიის აღწერილობა თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან, 2025 წლის 17 თებერვლის ჩათვლით მოგვაწოდეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@crystal.ge (გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ "პოზიციის დასახელება - ქალაქი")

დაფიქსირებული განაცხადების განხილვის შედეგად შერჩეული კანდიდატები იქნებიან გამოძახებული შემდგომ ეტაპზე ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 3 კვირის ვადაში.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე