Робота для біженців з України
ამწის ოპერირების დარგის ექსპერტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ამწის ოპერირების დარგის ექსპერტი
მომწოდებელი: მშენებლობისა და ინჟინერიის დარგობრივი უნარების ორგანიზაცია
გამოქვეყნდა: 05 თებერვალი / ბოლო ვადა: 20 თებერვალი
"მშენებლობისა და ინჟინერიის დარგობრივი უნარების ორგანიზაცია" აცხადებს კონკურსს ამწის ოპერირების დარგის ექსპერტის პოზიციაზე.

აღნიშნული სერვისის მიწოდება განსაზღვრულია პროექტით "მშენებლობისა და ინჟინერიის დარგობრივი უნარების ორგანიზაციის (დუო) ინსტიტუციური განვითარება", რომელიც ხორციელდება GIZ-ის მხარდაჭერით.

პროექტი ითვალისწინებს საგამოცდო პროცესებში ჩართულობას, რაც მოიაზრებს საწყის ეტაპზე, შეფასების ინსტრუმენტების (შუალედური შეფასება და საკვალიფიკაციო გამოცდა) მომზადებას, შემდგომში კი საგამოცდო პროცესებში მონაწილეობას, დაკვირვებასა და რელევანტური უკუკავშირის მიწოდებას პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულებისათვის.

დარგის ექსპერტის ძირითადი მოვალეობები:

** "ამწის ოპერირების" პროფესიული პროგრამის შუალედური და საკვალიფიკაციო გამოცდებისათვის შეფასების ვალიდური ინსტრუმენტის შექმნა;
** პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებასთან ინდივიდუალური შეხვედრა შეფასების ინსტრუმენტის შექმნისა და დახვეწის მიზნით;
** საგამოცდო დავალებების კორექტირება, საჭიროების შემთხვევაში;
** შუალედურ და საკვალიფიკაციო გამოცდებში მონაწილეობა, პროცესის დაკვირვება და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა, შედეგების ანალიზი;
** 2 სამუშაო მივლინებაში წასვლა (პროექტით გათვალისწინებული კოლეჯი მდებარეობს ქ. ბათუმში).

დარგის ექსპერტის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი აკადემიური განათლება შესაბამის სფეროში/უმაღლესი პროფესიული განათლება აღნიშნულ დარგში;
** კონკრეტული მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
** შეფასების ინსტრუმენტის შექმნის გამოცდილება.

სამუშაო პერიოდი (საგამოცდო ინსტრუმენტების შექმნა): თებერვალი-მარტი, 2025
სამუშაო პერიოდი (საგამოცდო ნაწილი): მარტი-აპრილი, 2025 (შუალედური შეფასება), ივლისი, 2025 (საკვალიფიკაციო გამოცდა)

კანდიდატის შეთავაზება უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

** CV;
**დღიური ანაზღაურება ლარში (ჰონორარი საშემოსავლოს და კანდიდატის წილი საპენსიოს ჩათვლით).

თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ შეთავაზება (CV, დღიური ანაზღაურება ლარში), შემდეგ მისამართზე: info@icca.ge

არ გამოგრჩეთ სათაურის ველში პოზიციის დასახელების მითითება. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

შეთავაზების წარდგენის ბოლო ვადა: 20 თებერვალი, 2025

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე