Робота для біженців з України
სასაქონლო მარაგების ინვენტარიზაციის სპეციალისტი - თბილისი, რეგიონები
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სასაქონლო მარაგების ინვენტარიზაციის სპეციალისტი
მომწოდებელი: ჯიბე cash & carry
გამოქვეყნდა: 05 თებერვალი / ბოლო ვადა: 05 მარტი
კომპანია ჯიბე "Cash & Carry" აცხადებს ვაკანსიას სასაქონლო მარაგების ინვენტარიზაციის სპეციალისტის პოზიციაზე: ბათუმის, ზესტაფონის, თელავის, გურჯაანის, ახალქალაქის, სენაკის, რუსთავის, მარნეულის, ქსანის, თბილისის ფილიალებში.

ჯიბე Cash & Carry არის პირველი და ერთადერთი საბითუმო სავაჭრო ქსელი საქართველოში, რომელიც ემსახურება იურიდიულ პირებს და საცალო მომხმარებლებს

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00, შაბათი- 10:00-16:00

ანაზღაურება: 1300 ლარი + 200 ლარი ბონუსი

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის მიერ შემუშავებული სტანდარტების კონტროლი მაღაზიაში, ყველა მიმართულებით, ხელმძღვანელის მითითებების შესაბამისად
** პროდუქციის შენახვისა და მოვლის პირობების კონტროლი;
** პროდუქციის ვადიანობისა და გარეგნული იერსახის დაცვის კონტროლი;
** სარეალიზაციო პროდუქციაზე ფასდებულის კონტროლი;
** სავაჭრო დარბაზის, თაროების, პროდუქციის, სამუშაო ინვენტარის სისუფთავის კონტროლი;
** მაღაზიაში არსებული სასაქონლო მარაგების ინვენტარიზაციის ჩატარების უზრუნველყოფა უწყვეტ რეჟიმში, ხელმძღვანელის მითითებების შესაბამისად
** ინვენტარიზაციის პროცესში აღმოჩენილი უზუსტობების მომენტალური გადამოწმება შესაბამისი ტექნოლოგიური საშუალებებით (კამერის ჩანაწერი, პროგრამული უზრუნველყოფა)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გამოცდილება სასაქონლო მარაგების ინვენტარიზაციის მიმართულებით
** პირველადი მოხმარების და სასურსათო პროდუქციის ასორტიმენტის ცოდნა
** სასაქონლო მარაგების მართვის პროგრამის ცოდნა (უპირატესობა მიენიჭება აპექსის მცოდნეს).

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@jibe.ge

სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, შემდეგი ფორმით: სასაქონლო მარაგების ინვენტარიზაციის სპეციალისტი- (ფილიალი)
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე