Робота для біженців з України
სანიტარი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სანიტარი
მომწოდებელი: ჯაფარიძე–ქევანიშვილის კლინიკა
გამოქვეყნდა: 05 თებერვალი / ბოლო ვადა: 05 მარტი
"ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა ეროვნული ცენტრი ჯაფარიძე / ქევანიშვილის კლინიკა" აცხადებს ვაკანსიას სანიტრის პოზიციაზე საოპერაციო განყოფილებაში (2 პოზიცია).

მისამართი: თბილისი, თევდორე მღვდლის #13
სამუშაო გრაფიკი: კვირის სამუშაო დღეებში 09:00 საათიდან 18:00 საათამდე.
ანაზღაურება: შესრულებული სამუშაოს მიხედვით (გამომუშავება)
სამუშაო გამოცდილება სასურველია.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hrkevanishvili@gmail.com (სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "სანიტრის პოზიცია") ან დარეკეთ 593 133 642.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კლინიკის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე