Робота для біженців з України
მუსიკის მასწავლებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მუსიკის მასწავლებელი
მომწოდებელი: ათასწლეულის სკოლა
გამოქვეყნდა: 05 თებერვალი / ბოლო ვადა: 03 მარტი
"ათასწლეულის სკოლაში" გვჯერა, რომ თითოეული ადამიანი უნიკალური შესაძლებლობებით და მისწრაფებებით იბადება. პიროვნების შესაძლებლობებისა და მისწრაფებების გამოვლენა, გამოყენება ხდება ცხოვრებაში, ამიტომ ჩვენი სასწავლო პროცესი არის ცხოვრება. ათასწლეულის სკოლა არის სკოლა, სადაც სხვადასხვა საჭიროების მოსწავლეები აქ და ახლა, ცხოვრებაში სწავლობენ საკუთარი შესაძლებლობების, მისწრაფებების გამოვლენას და სასარგებლოდ გამოყენებას.

მოცემულ ვებ-გვერდზე შეგიძლიათ იხილოთ ათასწლეულის სკოლის დამრიგებლებისა და მასწავლებლების მიერ განხორციელებული სასწავლო პროექტები - http://www.millennium-school.org/ge/proektebi

"ათასწლეულის სკოლა" აცხადებს კონკურსს მუსიკის მასწავლებლის პოზიციაზე.

ათასწლეულის სკოლის მუსიკის მასწავლებელი:

** იყენებს მრავალფეროვან სასწავლო მასალას, რესურს;
** თანამშრომლობს კლასის დამრიგებელთან, მშობლებთან და მათთან ერთან ზრუნავს კლასის თითოეული მოსწავლის აკადემიურ და სოციალურ განვითარებაზე;
** აქტიურად მონაწილეობს სასკოლო პროექტებსა და აქტივობებში;
** ფლობს სასწავლო პროცესის მართვისა და დაგეგმვისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს;
** ზრუნავს პროფესიულ განვითარებაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** შესაბამისი უმაღლესი განათლება;
** სასურველია სკოლის ასაკის მოსწავლეებთან მუშაობის გამოცდილება, მათ შორის არაფორმალური განათლების ფარგლებშიც..

გასაუბრების წარმატებით გავლის შემთხვევაში, კანდიდატი გადადის შესარჩევი პროცესების მეორე ეტაპზე, რომელიც კანდიდატისთვის ინდივიდუალურად შერჩეულ, კონკრეტული საქმიანობის შესრულებას გულისხმობს.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა თქვენი რეზიუმე გადმოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@millennium-school.org. აუცილებელია რომ აპლიკანტმა პოზიციის დასახელება მიუთითოს subject-ის ველში.

სკოლა შერჩეულ კანდიდატებს დაუკავშირდება არაუგვიანეს 3 მარტისა.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე