დასახელება:
სოციალური მედია მენეჯერი
|
მომწოდებელი:
თბილისის პირველი სამედიცინო სასწავლებელი
|
გამოქვეყნდა: 05 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 05 მარტი
|
"თბილისის პირველი სამედიცინო სასწავლებელი" აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედია მენეჯერის პოზიციაზე.
"თბილისის პირველი სამედიცინო სასწავლებელი" 1918 წლიდან უზრუნველყოფს მაღალხარისხიანი, პროფესიული საგანმანათლებლო სამედიცინო პროგრამების განხორციელებას. სასწავლებელმა საუკუნის მანძილზე სამედიცინო დარგის მრავალი წარმატებული სპეციალისტი აღზარდა, რომლებიც ემსახურებიან ადამიანების ჯანმრთელობის დაცვის საქმეს.
განაკვეთი: არასრული, ჰიბრიდული
ძირითადი მოვალეობები:
** სასწავლებლის მიმდინარე პროცესების გადაღება-გაშუქება
** სხვადასხვა სოციალური ქსელების (Instagram, Facebook, TikTok, და სხვა) მართვა.
** სოციალურ ქსელებში ინფორმაციის განთავსება და მონიტორინგი.
** საზოგადოებრივი აზრის შესწავლა (ელექტრონულ და ბეჭდურ მასმედიიდან, საკომუნიკაციო საშუალებებით შემოსული შეკითხვების/კომენტარებიდან მიღებული ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი).
** მისაღები კონტიგენტის მოზიდვის ღონისძიებების დაგეგმვასა და პროფესიული ორიენტაციის ხასიათის აქტივობების განსაზღვრაში მონაწილეობა/ხელშეწყობა.
** მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების, პროგრამებისა და პროექტების, შეთავაზებული სერვისების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის უზრუნველყოფა.
** საინფორმაციო/სარეკლამო ბროშურების ტექსტის/შინაარსის/ფოტომასალის მომზადება შესაბამისი პოზიციის თანამშრომელთან კოორდინაცია და მათი გავრცელების უზრუნველყოფა.
მოთხოვნები:
** კონტენტ-მენეჯმენტის სფეროში მუშაობის გამოცდილება
** ხარისხიანი ფოტო და ვიდეო მასალების შექმნის უნარი, ფოტო და ვიდეოკამერებთან მუშაობის გამოცდილება, მონტაჟის ცოდნა.
** უმაღლესი განათლება მარკეტინგის, პიარის ან საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით. ** განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც.
** ჩაითვლება უპირატესობად კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა
პიროვნული თვისებები და უნარები:
** ეფექტური წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი
** გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** დროის ეფექტურად მართის უნარი
** კრეატიულობა
ჩვენ გთავაზობთ:
** პოზიტიურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს
** პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 5 მარტი, 2025 წელი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@medicalschool.edu.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "სოციალური მედია მენეჯერი".
"თბილისის პირველი სამედიცინო სასწავლებელი" მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
შენიშვნა: თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსა. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობების დამყარების შესაღებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
|
|
|
|