დასახელება:
მენეჯერი
|
მომწოდებელი:
Alcosphere
|
გამოქვეყნდა: 05 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 05 მარტი
|
ალკოჰოლური სასმელების სპეციალიზებული მაღაზია თბილისში, (დიღომი) აცხადებს ვაკანსიას მენეჯერის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
** სავაჭრო ობიექტის მიმდინარე საოპერაციო და სავაჭრო პროცესების მართვა/მონიტორინგი;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების კოორდინირება და მართვა;
** პროდუქციის რეალიზაციის ზრდაზე მუდმივი ზრუნვა;
** პროდუქციის მიღებისა და სწორად განთავსება/დასაწყობების პროცესის მონიტორინგი;
** პროდუქციის მიღების დროს პროგრამაში ასახვის პროცესების სრული მართვა და ფასების კონტროლი;
** სავაჭრო ობიექტზე წარმოდგენილი პროდუქციის მარაგების კონტროლი და პროდუქციის უწყვეტობის მიზნით, შეკვეთების სწორად წარმოება;
** სავაჭრო ობიექტზე დაგეგმილი აქციების საორგანიზაციო საქმის წარმოება და პროცესის მართვა;
** სავაჭრო ობიექტზე პროდუქციის გეგმური აღწერის წარმოება და მასთან დაკავშირებული სამუშაოების სწორად შესრულების მონიტორინგი.
მოთხოვნები:
** სასურველია აპექსში მუშაობის გამოცდილება.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 10:00 - 18:00 (მოიცავს 1 საათიან შესვენებას) და შაბათი 10:00 - 15:00
ანაზღაურების საშუალო განაკვეთი: 1100-1400 ლარი (ხელზე ასაღები)
დაინტერესების შემთხვევაში CV გაგვიზიარეთ მეილზე: hr@alcosphere.ge
|
|
|
|