დასახელება:
ოფისის ადმინისტრატორი
|
მომწოდებელი:
ჯეოტექ ჯგუფი
|
გამოქვეყნდა: 05 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 05 მარტი
|
ჯეოტექ ჯგუფი არის მზარდი და ინოვაციური კომპანია, რომელიც აერთიანებს პროფესიონალებს სხვადასხვა სფეროში. ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ და ორგანიზებულ ოფისის ადმინისტრატორს, რომელიც უზრუნველყოფს ოფისის გამართულ ფუნქციონირებას და ყოველდღიურ პროცესებს ეფექტურად მართავს.
ვაკანსია: ოფისის ადმინისტრატორი
ანაზღაურება: 1000-1500 ლარი
სამუშაო განაკვეთი: სრული
რატომ ჩვენთან?
** მეგობრული და პროფესიონალური გარემო - ჩვენთან იმუშავებთ ჭკვიან და ენერგიულ გუნდთან ერთად
** კარიერული ზრდის შესაძლებლობა - ჩვენ ხელს ვუწყობთ განვითარებას და თვითრეალიზაციას
** რეალური გავლენა და პასუხისმგებლობა - თქვენი შრომა პირდაპირ აისახება კომპანიის წარმატებაზე
** ტრენინგები და განვითარება - გთავაზობთ ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობებს
** მოქნილი ბენეფიტები - ჯანმრთელობის დაზღვევა, კაფეტერია, კომფორტული სამუშაო სივრცე
მოვალეობები:
** ოფისში შემოსული სტუმრების მიღება და ინფორმაციის მიწოდება
** სატელეფონო ზარებზე პასუხი და ელფოსტაზე კომუნიკაცია
** შეხვედრების ორგანიზება და კოორდინაცია
** კლიენტთა მონაცემთა ბაზის მართვა და განახლება
** საჭირო დოკუმენტაციის თარგმნა (ქართულ-ინგლისური და პირიქით)
** ადმინისტრაციული და საორგანიზაციო საკითხების მართვა
** კომპანიის სარეკლამო და მარკეტინგულ აქტივობებში მონაწილეობა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ან შესაბამისი გამოცდილება
** ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა (ზეპირად და წერილობით)
** მაღალი ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
** პროფესიონალური კომუნიკაციის უნარები
** პასუხისმგებლიანი და პროაქტიული მიდგომა სამუშაოს მიმართ
** MS Office პროგრამების ცოდნა (Word, Excel, Outlook)
სასურველია:
** დამატებითი ენების ცოდნა
** ონლაინ შინაარსის წერის გამოცდილება
** მომხმარებელთა მომსახურების პრინციპებისა და პრაქტიკის ცოდნა
** ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარები
დაინტერესების შემთხვევაში შეავსეთ ლინკი: https://www.geotech.ge/ka/jobs/p-isis-administratori-6
|
|
|
|