Робота для біженців з України
წარმოების ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: წარმოების ბუღალტერი
მომწოდებელი: G&A Group
გამოქვეყნდა: 05 თებერვალი / ბოლო ვადა: 05 მარტი
შპს "G&A Group"-ი წარმოადგენს ლოჯისტიკურ და სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც 2012 წლიდან ახორციელებს ბრენდი "ნობათის" გაყინული ხორცპროდუქტების იმპორტს და "რერა"-სა და "ხინდას" ნახევარფაბრიკატების წარმოება - დისტრიბუციას საქართველოს ბაზარზე.

შპს "G&A Group" აცხადებს ვაკანსიას წარმოების ბუღალტრის პოზიციაზე

მდებარეობა: დიდი დიღომი, დემეტრე თავდადებულის 29
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: გამოცდილების შესაბამისად

ძირითადი მოვალეობები

** წარმოების პროცესში გამოყენებული ნედლეულის პროგრამული აღრიცხვა;
** წარმოების სხვადასხვა ეტაპზე წარმოებული ნახევარფაბრიკატების პროგრამული აღრიცხვა;
** წარმოებული მზა პროდუქციის პროგრამული აღრიცხვა;
** წარმოების სხვადასხვა ეტაპზე მიღებული წუნდებული პროდუქციისა და სხვა დანაკარგების აღრიცხვა;
** საჭირო დოკუმენტაციის წარმოება;
** ნაშთების კონტროლი;
** ინვენტარიზაციების მოწყობა პერიოდულად.
** რეცეპტების გადაკონტროლება პერიოდულად;
** გადახრების ანალიზის გაკეთება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

** საწარმოო პროცესების ცოდნა;
** 1C ERP- 8.3 ში მუშაობის გამოცდილება; (აუცილებელია)
** საწარმოში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@gagroup.com.ge და სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე