დასახელება:
ფასადის სამუშაოების სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
LSGROUP
|
გამოქვეყნდა: 05 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 05 მარტი
|
"LSGROUP" არის 2010 წელს დაარსებული კომპანია, რომელიც ოპერირებს საქართველოს მასშტაბით და ასრულებს, როგორც ჰიდროიზოლაციის, ასევე ფასადის მოპირკეთების და სამღებრო სამუშაოებს.
"LSGROUP" აცხადებს ვაკანსიას ფასადის სამუშაოებზე.
სამუშაო გრაფიკი: სრული
ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 4
ანაზღაურება: ორკვირიანი ანაზღაურებადი სტაჟირება, საქმის შესწავლის პროცესში; შემდეგ: ყოველთვიური ანაზღაურება 2500 ლარი (ხელზე ასაღები).
ძირითადი მოვალეობები:
** ფასადის მოპირკეთებისთვის გამოსაყენებელი მასალების შესწავლა საბაზისო დონეზე.
** ფასადის მოპირკეთებისთვის გამოსაყენებელი მასალების მომზადება.
** სველი და ვინტილირებადი ფასადის მოპირკეთება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები
** სამუშაო გამოცდილება იგივე ან მსგავს პოზიციაზე; (არასავალდებულო! ჩაითვლება უპირატესობად).
** მართვის მოწმობა - B, კატეგორია (არასავალდებულო! ჩაითვლება უპირატესობად).
ჩვენ გთავაზობთ:
** საქმის შესწავლას.
** სიცოცხლის დაზღვევას.
** ცოდნის მიღებისა და განვითარების შესაძლებლობებს.
** მზარდ ანაზღაურებას, რომელიც კონკრეტული დასაქმებულისთვის გადაიხედება ყოველ 3 თვეში.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე ელმისამართზე: info@lsgroup.ge ან მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია და ჩვენ დაგიკავშირდებით.
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - ფასადის სამუშაოები.
გისურვებთ წარმატებას!
თქვენი პერსონალური მონაცემები, რომლებიც "LSGROUP"-ისთვის ხელმისაწვდომი გახდა გამოცხადებულ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, "LSGROUP"-ის მხრიდან დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადა განისაზღვრება 3 წლის ვადით.
|
|
|
|