Робота для біженців з України
უძრავი ქონების აგენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უძრავი ქონების აგენტი
მომწოდებელი: TG Home
გამოქვეყნდა: 05 თებერვალი / ბოლო ვადა: 05 მარტი
უძრავი ქონების სააგენტო "TG HOME" აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების აგენტის პოზიციაზე

თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა გახდეთ მოტივირებული, გამოცდილი და მომხმარებელზე ორიენტირებული გუნდის წევრი. გარდა ამისა, კომპანია საშუალებას გაძლევთ მიიღოთ ცოდნა და გამოცდილება, გამოიმუშაოთ უნარ-ჩვევები და გახდეთ უძრავი ქონების წარმატებული აგენტი.

მდებარეობა: თბილისი, ჩუღურეთი, გიორგი ტოვსტონოგოვის N 3 ბიზნეს ცენტრი "თაიმი"
სამუშაო გრაფიკი: სრული, 11:00-19:00

ჩვენ გთავაზობთ:

** კარიერულ წინსვლას
** ტრენინგებს
** საინვესტიციო პროექტებზე მუშაობას
** საქმის ადგილზე საფუძვლიანად შესწავლას
** ტრანსპორტირების უზრუნველყოფას
** კორპორაციულ ნომერს ულიმიტო სასაუბრო პაკეტით
** ანაზღაურება 1000-დან 5000 ლარამდე დამოკიდებულია კანდიდატის შრომისმოყვარეობაზე.
** კომფორტულ სამუშაო გარემოს
** მეგობრულ, განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, მაგრამ არ არის სავალდებულო;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა საბაზო დონეზე;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა და მაღალ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** პუნქტუალურობა

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელმისამართზე: Office.Tghome@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "უძრავი ქონების აგენტი" ან დაგვიკავშირდით: ასისტენტ-მენეჯერი (+995) 579 33 66 01 ; მენეჯერი (+995) 579 33 66 39
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე