დასახელება:
პროვაიდერებთან პარტნიორობის სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
პროფესიული უნარების სააგენტო
|
გამოქვეყნდა: 04 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 15 თებერვალი
|
ა (ა)იპ "პროფესიული უნარების სააგენტო" აცხადებს კონკურსს პროვაიდერებთან პარტნიორობის სპეციალისტის ვაკანტურ პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
** პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამების მრავალფეროვანი მიწოდების მიზნით, დუოებთან/კერძო სექტორთან თანამშრომლობაში ჩართულობა;
** არსებულ/პოტენციურ პროვაიდერებთან პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამების შემუშავების მიზნით, შინაარსობრივი კონსულტაციების წარმართვა;
** პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამების შემუშავების მიზნით, სამუშაო შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება;
** პოტენციური და არსებული პროვაიდერების მხარდაჭერაზე ორიენტირებული აქტივობების ორგანიზება;
** პროვაიდერებთან პარტნიორობის კოორდინატორისა და სააგენტოს ხელმძღვანელობის მიერ პროგრამის ფარგლებში გაცემული დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება განათლების ან მომიჯნავე მიმართულებით;
** პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ექსპერტად ან პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ან/და პროფესიული მომზადების/ პროფესიული გადამზადების პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებაში მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება;
** შემდეგი სამართლებრივი აქტების ზოგადი ცოდნა:
1. "პროფესიული განათლების შესახებ" საქართველოს კანონი;
2. "პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვებისა და სახელმწიფოს მიერ აღიარებულად ჩათვლის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მარტის №131 დადგენილება;
3. "პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის შემუშავებისა და დამტკიცების წესის განსაზღვრის თაობაზე" საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 26 მარტის N59/ნ ბრძანება;
4. "პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის/პროფესიული მომზადების პროგრამის/პროფესიული გადამზადების პროგრამის/სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამის კომპონენტების დისტანციურად განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 30 აგვისტოს N143/ნ ბრძანება;
** კომპიუტერული პროგრამების (MS Office) პროგრამების ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
** ქართულ ენაზე გამართულად წერა და მეტყველება;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
** გუნდური მუშაობა;
** ეფექტური კომუნიკაცია;
** სამართლიანობა;
** პასუხისმგებლიანობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** ვადებზე ორიენტირებულობა.
ხელშეკრულების პირობები:
ანაზღაურება გაიცემა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქმიანობის შესრულების საფუძველზე.
თანამდებობრივი სარგო სრულად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულებისათვის შეადგენს ყოველთვიურად 3018 ლარს (დარიცხული).
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV, არაუგვიანეს 2025 წლის 15 თებერვლისა, ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@geoskills.ge. გთხოვთ, შესაბამის ველში "subject" მიუთითოთ პოზიციის დასახელება: პროვაიდერებთან პარტნიორობის სპეციალისტი.
კონკურსი ტარდება 2 ეტაპად:
** პირველ ეტაპზე მოხდება განაცხადების გადარჩევა;
** მეორე ეტაპზე ჩატარდება გასაუბრება შერჩეულ კანდიდატებთან.
დაინტერესებულ კანდიდატებს მადლობას გიხდით კონკურსში მონაწილეობისთვის!
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|