Робота для біженців з України
შესყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შესყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Qosos.Store
გამოქვეყნდა: 04 თებერვალი / ბოლო ვადა: 04 მარტი
ონლაინ მაღაზია "Qosos.Store" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის გაყიდვების გეგმების შესრულების ხელშეწყობის მიზნით, მომწოდებლებისგან წარმოებისა და გამოგზავნის საუკეთესო პირობების მიღება, როგორც ფასის, ასევე ლოჯისტიკურ ნაწილში;
** ტენდერებსა და კომერციულ პროექტებში აქტიური მონაწილეობის მიღება და ოპტიმალური მომწოდებლის მოძიება, კომპანიისთვის მაქსიმალურად ეფექტიანი შედეგების მიღწევის მიზნით;
** გამოფენებში მონაწილეობის მიღება, პოტენციური პარტნიორების მოძიება და სამომავლო თანამშრომლობის განვითარება მათთან;
** ლოკალურ და საერთაშორისო მომწოდებლებთან და მწარმოებლებთან საქმიანი ურთიერთობების დამყარება, სტრატეგიის შემუშავება, მართვა და შენარჩუნება მოწოდებული პროდუქციის ხარისხის კონტროლი;
** გარკვეული პერიოდულობით საკონტრაქტო ღირებულებების გადახედვა და საბაზრო ფასებთან შედარებითი ანალიზის წარმოება;
** ყოველ კვარტალური სამოქმედო შესყიდვების გეგმის შემუშავება;
** შესყიდვების ჯგუფის მართვა;
** ბიუჯეტირება, ხარჯვის ანალიზი და რეპორტინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** E-commerce-ის მიმართულებით შესყიდვების სფეროში მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების კარგად განვითარებული უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება და მონაცემების დამუშავების უნარი;
** შესაბამის საბაზრო ტენდენციების ცოდნა და მომწოდებლებთან ურთიერთობების მართვის უნარი;
** დროის სწორი მენეჯმენტი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ CV ელფოსტაზე: Info@qosos.store (მეილზე გამოგზავნის შემთხვევაში, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება)

წარმატებას გისურვებთ!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე