Робота для біженців з України
სტიუარდი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტიუარდი
მომწოდებელი: Wilbour Holding
გამოქვეყნდა: 04 თებერვალი / ბოლო ვადა: 04 მარტი
2025 წლის მარტში, ნინოშვილის ქუჩაზე, ახალი სასტუმრო და რესტორანი "Bellhop" იხსნება.

პროექტს ახალგაზრდა პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი, "ვილბურ ჰოლდინგი", ახორციელებს.

"ვილბურ ჰოლდინგის" გუნდის მიერ განხორციელებული სხვა პროექტებია, საქართველოში ისეთი ბრენდების შემოყვანა როგორიც არის IZIPIZI (ფრანგული სათვალეების ბრენდი), MessyWeekend (დანიური სათვალეების ბრენდი), კონცეპტუალური მაღაზია GIGGLES concept store და სხვა.

სასტუმროსა და რესტორნის გუნდი ამჟამად ყალიბდება და ვეძებეთ ახალ წევრს სტიუარდის პოზიციაზე.

გუნდის ახალ წევრს ვპირდებით, სარესტორნო ბიზნესში, საუკეთესო გამოცდილების მქონე კადრებისგან დასავლური სტანდარტების სწავლებას, საუკეთესო სამუშაო გარემოსა და კომპანიის შიგნით განვითარების პერსპექტივას.

რა იქნება შენი მოვალეობა:

** რესტორნის სამზარეულოს დასუფთავება;
** რესტორნის ჭურჭლის რეცხვა და პოლირება;

რა უნარები დაგჭირდება:

** გუნდურად მუშაობის უნარი;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირება.

ჩვენ გთავაზობთ:

** გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდე;
** დაზღვევას;
** კვებას;
** კომპანიის ობიექტებზე სპეციალურ ფასს თანამშრომლებისთვის;
** მრავალფეროვან, ინკლუზიურ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ეგნატე ნინოშვილის 69

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: info@wilbour.com. გთხოვთ მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე