Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=612646&print=yes&view=jobs
 
მიქსოლოგის დამხმარე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიქსოლოგის დამხმარე
მომწოდებელი: Wilbour Holding
გამოქვეყნდა: 04 თებერვალი / ბოლო ვადა: 04 მარტი
2025 წლის მარტში, ნინოშვილის ქუჩაზე, ახალი სასტუმრო და რესტორანი "Bellhop" იხსნება.

პროექტს ახალგაზრდა პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი, "ვილბურ ჰოლდინგი", ახორციელებს.

"ვილბურ ჰოლდინგის" გუნდის მიერ განხორციელებული სხვა პროექტებია, საქართველოში ისეთი ბრენდების შემოყვანა როგორიც არის IZIPIZI (ფრანგული სათვალეების ბრენდი), MessyWeekend (დანიური სათვალეების ბრენდი), კონცეპტუალური მაღაზია GIGGLES concept store და სხვა.

სასტუმროსა და რესტორნის გუნდი ამჟამად ყალიბდება და ვეძებეთ ახალ წევრს მიქსოლოგის დამხმარის პოზიციაზე.

გუნდის ახალ წევრს ვპირდებით, სარესტორნო ბიზნესში, საუკეთესო გამოცდილების მქონე კადრებისგან დასავლური სტანდარტების სწავლებას, საუკეთესო სამუშაო გარემოსა და კომპანიის შიგნით განვითარების პერსპექტივას.

რა იქნება შენი მოვალეობა:

** შეკვეთების მიღება, სტუმრის მოთხოვნის შესაბამისად;
** მიზანპლასის მომზადება და მომზადების წესების ცოდნა;
** სასმელების ინგრედიენტების და მათი მომზადების წესების ცოდნა;
** ბარში სისუფთავის და წესრიგის უზრუნველყოფა;
** გადახდების შემოწმება;

აუცილებელი პირობაა ქართული ენის ცოდნა, ხოლო დამატებით უპირატესობად ჩაითვლება:

** ინგლისური ენის ცოდნა;
** განათლება F&B მიმართულებით;
** სამუშაო გამოცდილება სარესტორნო სფეროში;

რა უნარები დაგჭირდებათ:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდე;
** დაზღვევას;
** კვებას;
** კომპანიის ობიექტებზე სპეციალურ ფასს თანამშრომლებისთვის;
** მრავალფეროვან, ინკლუზიურ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ეგნატე ნინოშვილის 69

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: info@wilbour.com. გთხოვთ მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია