დასახელება:
კორპორატიული გაყიდვების წარმომადგენელი
|
მომწოდებელი:
გეზ მოტორსი
|
გამოქვეყნდა: 04 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 04 მარტი
|
კომპანია "გეზ მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების წარმომადგენლის პოზიციაზე.
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 2
პროდუქტი:
საავტომობილო და ინდუსტრიული საბურავები, საცხებ-საპოხი მასალები, ავტოქიმია, ავტოკოსმეტიკა, ფილტრები, მუხრუჭები, სხვა ავტონაწილები და ავტოაქსესუარები.
პასუხისმგებლობები:
** არსებულ და პოტენციურ მომხმარებლისთვის, მყარი არგუმენტაციის გამოყენებით, პროდუქციის/მომსახურების სწორედ წარდგენა, პოპულარიზაცია და გაყიდვა.
** მომხმარებლების ხარჯ-სარგებლიანობის და საჭიროებების ანალიზის წარმოება მომხმარებლის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.
** მომხმარებელთან ურთიერთობისას, პოზიტიური და ჯანსაღი თანამშრომლობის გარემოს დამყარება, განვითარება და შენარჩუნება.
** არსებულ/პოტენციურ მომხმარებელთან, ყოველდღიურ რეჟიმში სატელეფონო ზარების განხორციელება.
** არსებულ/პოტენციურ მომხმარებელთან, ყოველკვირეულ რეჟიმში შეხვედრების და ვიზიტების განხორციელება.
** მომხმარებლის პრობლემების დროული გადაწყვეტა, მომხმარებლის მხრიდან მაქსიმალური კმაყოფილების მისაღწევად.
** გაყიდვების სამიზნე მაჩვენებლის და დადებითი შედეგების მიღწევა შეთანხმებული გრაფიკის ფარგლებში.
** გუნდის წევრებთან და კომპანიის სხვა დეპარტამენტებთან კოორდინირებული მუშაობა გაყიდვების სამიზნე მაჩვენებლის ასამაღლებლად.
** ტერიტორიის/ბაზრის პოტენციალის გაანალიზება, გაყიდვებზე და სიახლეებზე თვალყურის დევნა.
** პროდუქციის მიწოდების მენეჯმენტთან ერთად, მომხმარებელთა საჭიროებების, პრობლემების, ინტერესების, კონკურენტული საქმიანობისა და ახალი პროდუქტების, სერვისების პოტენციალის შესახებ პერიოდული მოხსენიება.
** გაყიდვების საუკეთესო პრაქტიკებზე და სარეკლამო ტენდენციებზე თვალყურის დევნება.
** მომხმარებლის გამოხმაურებაზე დაყრდნობით გაყიდვების სამიზნე მაჩვენებლის გაუმჯობესება და პერსონალური განვითარება.
მოთხოვნები და უნარები:
** გაყიდვების წარმომადგენლად სამუშაო გამოცდილების შესახებ დადასტურებული ინფორმაცია.
** MS Office-ის საშუალო დონეზე ცოდნა.
** პროდუქტიული ბიზნეს პროფესიული ურთიერთობების დამყარების უნართან ერთად, სასურველია BRM და CRM პრაქტიკის შესახებ ცოდნა.
** უაღრესად მოტივირებული და მიზანმიმართული გაყიდვებისადმი.
** გაყიდვების, მოლაპარაკების და კომუნიკაციის შესანიშნავი უნარები.
** პრიორიტეტების განსაზღვრა, დროის მენეჯმენტი და ორგანიზაციული უნარები.
** აუდიტორიის საჭიროებებზე მორგებული პრეზენტაციების შექმნისა და წარდგენის უნარი.
** ურთიერთობის მართვის უნარები და ღიაობა უკუკავშირისთვის.
** ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის ან მასთან დაკავშირებულ სფეროში.
კომპანია დასაქმებულებს სთავაზობს:
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს და მეგობრულ გუნდს კომპანიის სამივე ფილიალში.
** ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას.
** კორპორატიულ და გუნდურ ღონისძიებებს.
პირობები:
** გრაფიკი: კვირაში 6 სამუშაო დღე (კვირა დღე დასვენება)
** სამუშაო საათები: 10:00-18:00 სთ (შესვენება 1 საათი)
** ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი + გაყიდვების პროცენტი. ყოველთვიური ხელფასი 2500-3500 ლარი.
ვის ვეძებთ?!
ჩვენ ვეძებთ შედეგებზე ორიენტირებულ გაყიდვების წარმომადგენელს, რომელიც პასუხისმგებლობას აიღებს, არსებული და პოტენციური მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინებით და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს, რათა უზრუნველყოს მომხმარებლის კმაყოფილება და გაყიდვების მუდმივი ზრდა.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: info@gezmotors.ge ან დაგვიკავშირდით: 0322 40 34 03
|
|
|
|