დასახელება:
მექანიკოსი
|
მომწოდებელი:
თბილისი დრაი პორტი
|
გამოქვეყნდა: 04 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 03 მარტი
|
"თბილისი დრაი პორტი" არის სასაწყობე/ლოგისტიკური ცენტრი, რომელიც გაიხსნება 2025 წლის მარტში. კომპანიის დაგეგმილი საქმიანობა მოიცავს ფოთისა და ბათუმის საზღვაო პორტებში შემოსული ტვირთის რკინიგზით და ავტოტრანსპორტით შემოტანას თბილისი დრაი პორტში, სადაც შესაძლებელი იქნება სხვადასხვა სატრანსპორტო ოპერაციის ერთ ადგილზე განხორციელება, მათ შორის: ტვირთების სარკინიგზო და საავტომობილო ტრანსპორტით მიღება, ჩამოტვირთვა, დროებითი განთავსება-დასაწყობება, ამავე ტვირთების დატვირთვა და რეალიზაცია. პორტი მის მომხმარებლებს სთავაზობს სერვისების ერთობლიობას: A და B კლასის საწყობს, ღია ზონაში სასაწყობო სამანქანე ტერმინალს, საკონტეინერო ტერმინალს სხვადასხვა ოპერაციებისთვის და საბაჟო ზონას ყველა საჭირო საბაჟო ფორმალობისთვის
"თბილისის მშრალი პორტი" მდებარეობს საქართველოს დედაქალაქში, რომელიც საზღვაო პორტებიდან და მეზობელი ქვეყნებიდან დაახლოებით 380 კმ-ით არის დაშორებული.
"თბილისი დრაი პორტის" გახსნასთან დაკავშირებით, კომპანია აცხადებს ვაკანტურ პოზიციებს.
პოზიციის შესახებ:
ჩვენ ვეძებთ მექანიკოსს, რომელიც შემოგვიერთდება მშრალი პორტის ოპერაციების განყოფილებაში.
მექანიკოსად მუშაობისას თქვენ პასუხისმგებელი იქნებით ტერმინალის ტერიტორიაზე არსებული მანქანა-დანადგარების უსაფრთხო და გამართულ მუშაობაზე.
დეპარტამენტის შესახებ:
მექანიკოსი ექვემდებარება უფროს ტექნიკოს-მექანიკოსს. იგი მჭიდროდ თანამშრომლობს ელექტრიკოსებთან.
გამოცდილება და უნარები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 2 წელი.
** ქართული ენის ცოდნა (სალაპარაკო, წერითი)
** ორგანიზებულობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საშუალო ტექნიკური განათლება.
** მარეგულირებელი დოკუმენტაციის ცოდნა
ფუნქცია-მოვალეობები:
** ტერმინალზე არსებული ამწე მექანიზმების გადასატვირთი მოწყობილობების, ტვირთდამჭერი მოწყობილობების, დიზელ გენერატორების სხვა მოწყობილობების მექანიკური ნაწილის პროფილაქტიკური და სარემონტო სამუშაოების წარმოების უზრუნველყოფა.
** ამწე მექანიზმები, გადასატვირთი მოწყობილობების და სხვა მექანიზმების კვანძების და აგრეგატების დემონტაჟის, შეკეთებისა და მონტაჟის უზრუნველყოფა.
** ამწე მექანიზმების, გადასატვირთი მოწყობილობების და სხვა მექანიზმების სწორი ექსპლუატაციის წესების დაცვაზე კონტროლი.
** მექანიზმების მუშაობის პროცესში დაზიანების აღმოჩენა და აღმოფხვრა.
** მექანიზმების ტექნიკური მომსახურების წარმოება გრაფიკის მიხედვით.
** მოწყობილობების დაზეთვა შესაბამისი ხარისხის საპოხით.
** სარემონტო ვადების დაცვა და სამუშაოების ხარისხიანი შესრულება.
** დიზელ გენერატორების გაშვება, საწვავით და საპოხი მასალებით უზრუნველყოფა.
ამ პოზიციაზე მომუშავე თანამშრომელი ვალდებულია დაიცვას კომპანიის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მოთხოვნები*, რათა უზრუნველყოს საკუთარი და კოლეგების უსაფრთხოება.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი CV და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლი გამოგზავნოთ ელ. ფოსტაზე HR@tbilisidryport.com. გთხოვთ, ელ. ფოსტის "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება. გასაუბრებისათვის მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს.
თქვენს მიერ გამოგზავნილი CV შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს და ჩვენთვის ინფორმაციის გაზიარებით ჩავთვლით, რომ ეთანხმებით ჩვენთვის პერსონალური მონაცემების გაზიარებას. გაცნობებთ, რომ თუ თქვენი გამოცდილება და უნარები არ იქნება თანხვედრაში ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან, თქვენი CV არ შეინახება ბაზაში და ასევე არ გადაეცემა მესამე მხარეს.
სამუშაო ადგილი: თბილისი, საქართველო
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2025 წლის 03 მარტი
წარმატებას გისურვებთ!
|
|
|
|