დასახელება:
უძრავი ქონების აგენტი
|
მომწოდებელი:
Estate Group
|
გამოქვეყნდა: 04 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 04 მარტი
|
საქართველოში უმსხვილესი უძრავი ქონების სააგენტო "Estate group" აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების აგენტის პოზიციაზე.
თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა შეუერთდეთ გაყიდვების მენეჯერების უდიდეს გუნდს, გარდა ამისა კომპანია საშუალებას გაძლევთ მიიღოთ ცოდნა და გამოცდილება უძრავი ქონების ბაზარზე, განავითაროთ საჭირო უნარ-ჩვევები და გახდეთ წარმატებული გაყიდვების სფეროში.
** სამუშაო განაკვეთი: კვირაში ხუთი სამუშაო დღე 11:00-დან 19:00-მდე
** ანაზღაურება გამომუშავებით: 1000-5000+ ლარი (დამოკიდებულია კანდიდატის შრომისმოყვარეობაზე/მობილურობაზე/უნარებზე)
** სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** უძრავი ქონების ბაზარზე არსებული ინფორმაციის მოძიება და დამუშავება
** დაინტერესებულ მხარეებთან მოლაპარაკების წარმოება და სამუშაო შეხვედრების ორგანიზება
** გუნდურად მუშაობის უნარი
** დეველოპერულ კომპანიებსა და მომხმარებელს შორის მოლაპარაკების წარმოება
** კლიენტისთვის სასურველი ობიექტის მოძიება და შეთავაზება
** სამუშაო ბაზის მართვა
** პორტალზე მოძიებული პროდუქტის განცხადების განთავსება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა საბაზისო დონეზე
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** დროის ეფექტურად მართვის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
კომპანიის კონკურენტული უპირატესობები:
** საქმის ადგილზე საფუძვლიანად შესწავლა
** შესაბამისი ტრენინგები გაყიდვების სფეროში
** კორპორაციულ ნომერი ულიმიტო სასაუბრო პაკეტით
** კომპანია უზრუნველყოფს სხვადასხვა სამოტივაციო ტურებს
** კომპანია უზრუნველყოფს სრულ სამუშაო ინვენტარს
** საუკეთესო თანამშრომლები სრული დაფინანსებით მიემგზავრებიან ევროპის სხვადასხვა ქალაქებში
** წამახალისებელი შეჯიბრებები
დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოგზავნონ CV მისამართზე: estategroup2019@gmail.com
ჩვენი კომპანია მადლობას გიხდით პოზიციით დაინტერესებისთვის.
წარმატებებს გისურვებთ!
|
|
|
|