დასახელება:
სტაჟირება მარკეტინგის დეპარტამენტში
|
მომწოდებელი:
Global Auto Import
|
გამოქვეყნდა: 04 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 04 მარტი
|
"გლობალ ავტო იმპორტი" 2017 წლის ნოემბერში დაარსდა და უზრუნველყოფს ავტომობილების, მოტოციკლების, სპეც - ტექნიკის შეძენასა და ტრანსპორტირებას როგორც ამერიკის შეერთებული შტატების 9 პორტიდან, ასევე, ალიასკის, კანადისა და ჰონოლულუს პორტებიდან.
"გლობალ ავტო იმპორტი" აცხადებს სტაჟირებას მარკეტინგის დეპარტამენტში.
ვისთვის არის განკუთვნილი სტაჟირება?
** თუ გაქვს ბაკალავრის ხარისხი ან თუ ხარ დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, მარკეტინგის, ბიზნესის მართვის, მენეჯმენტის ან სხვა მომიჯნავე პროფესიების მიმართულებით ან თუ გსურს შენს მომავალ პროფესიად აქციო მარკეტინგი.
** თუ ერკვევი ავტომობილებში და გაინტერესებს საავტომობილო სფერო.
სამუშაო გამოცდილება არ არის სავალდებულო. ჩვენთვის მთავარია მაღალი მოტივაცია და გააზრებული სურვილი, რომ იყო ჩართული მარკეტინგულ და კომპანიის განმავითარებელ პროცესებში.
ჩვენ გთავაზობთ სტაჟირებას მარკეტინგის დეპარტამენტში, სადაც მონაწილეობას მიიღებ ისეთი დავალებების შესრულებაში, როგორიცაა:
** სარეკლამო კომპანიებთან ურთიერთობა და ფასების კვლევა, დიზაინის შექმნა გრაფიკულ დიზაინერთან ერთად და დამზადების-მონტაჟის აღსრულებაში მონაწილეობა.
** ვიდეო კონტენტის შექმნა Tik Tok-ისთვის და სხვა სოც.ქსელებისთვის, ასევე პროფესიონალური ვიდეო გადაღებების ორგანიზება და აღსრულება ვიდეოგრაფთან ერთად.
** მარკეტინგულ საქმიანობებთან დაკავშირებული სხვა აქტივობებში ჩართულობა.
რა უნარებს უნდა ფლობდე:
** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენის ცოდნა B2 დონეზე
** ვიდეო გადაღების და ედითის გამოცდილება სოციალური ქსელებისათვის ჩაითვლება უპირატესობად.
** ჩვენ შენ გეძებთ თუ ხარ პუნქტუალური, პასუხისმგებლიანი და გაქვს განვითარების სურვილი!
ბენეფიტები: მარკეტინგთან დაკავშირებული სასწავლო კურსების დაფინანსება.
სტაჟირების 3 თვიანი ვადის წარმატებით გავლის შემდეგ განიხილება კანდიდატის დასაქმება მარკეტინგის სპეციალისტის პოზიციაზე, ანაზღაურების ზრდასთან ერთად.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით, 10:00 - 18:00 სთ.
თუ ხარ დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, სწავლის პროცესში გექნება ხელშეწყობა სამუშაო საათების მხრივ.
მდებარეობა: ქ.თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი 68-ე კმ.
ანაზღაურება სტაჟირების (3 თვის) პერიოდში: 600 ლარი (Net)
დაინტერესების შემთხვევაში რეზიუმეებს ველით მეილზე hr@glob.ge გთხოვთ, თემის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - სტაჟირება.
შემოუერთდი გლობალის მუდმივად მზარდ გუნდს, ჩვენ გთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს, სადაც კვალიფიციური და კეთილგანწყობილი ადამიანები დაგხვდებიან. ჩვენთვის მთავარი ღირებულება არის გუნდურობა, თანამშრომლების ზრდა და განვითარებას.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვისა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|