Робота для біженців з України
მერჩენდაიზინგის პროგრამების ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მერჩენდაიზინგის პროგრამების ოპერატორი
მომწოდებელი: ავერსი-ფარმა
გამოქვეყნდა: 04 თებერვალი / ბოლო ვადა: 04 მარტი
შპს "ავერსი-ფარმა" აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზინგის პროგრამების ოპერატორის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (არქიტექტურული დიზაინის მიმართულებით);
** პლანოგრამის პროგრამებში მუშაობის გამოცდილება
** რუსული და ინგლისური ენის ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების (1C ERP და MS EXCEL) სრულყოფილი ფლობა.
** ანალიტიკური უნარი; ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობა, გაწონასწორებულობა
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობისა და პრობლემების დროულად მოგვარების უნარი;

ძირითადი მოვალეობები:

** ვიზუალური მერჩენდაიზინგი (პლანოგრამის შექმნა, დანერგვა, შესრულება)
** პლანოგრამის მუდმივი განახლება ონლაინ
** გაყიდვების ანალიზი
** მერჩენდაიზინგის სტანდარტების და წილების დაცვა
** https://www.abmshelf.com/ru/ პროგრამის გაშიფვრა.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტით მისამართზე vacancy@aversi.ge ან წარმოადგინოთ საბუთები 11.00სთ-დან 15.00სთ-მდე

** ფოტოსურათი 3X4 1ც.;
** დიპლომის ასლი;
** პირადობის მოწმობის ასლი;
** სარეკომენდაციო წერილები

მისამართზე:

მისამართზე: ქ. თბილისი, ა. ყაზბეგის 16;
ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1576);

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 28.02.2025 წელი. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე