დასახელება:
აკადემიური პროცესების კოორდინატორი
|
მომწოდებელი:
თბილისის კომუნიკაციის სკოლა
|
გამოქვეყნდა: 04 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 04 მარტი
|
"თბილისის კომუნიკაციის სკოლა" (commschool) საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც 2018 წლიდან ოპერირებს და სტუდენტებს სთავაზობს პროფესიული უნარ-ჩვევების განსავითარებელ სასწავლო პროგრამებს ტექნოლოგიების, მარკეტინგისა და დიზაინის მიმართულებით.
თუ სიახლეებისა და ახალი გამოწვევებისთვის მზად ხარ, ან სულაც პირველ კარიერულ ნაბიჯებს დგამ და დინამიკური სამუშაო ატმოსფერო შენი კომფორტის ზონაა, ეს შესაძლებლობა შენთვისაა.
შენი, როგორც აკადემიური პროცესების კოორდინატორის მთავარი ფუნქციები იქნება:
** პროგრამების ყოველდღიური კოორდინირება, მონიტორინგი და მიმდინარეობის შეფასება;
** ყოველდღიური ეფექტური კომუნიკაციის წარმართვა ლექტორებთან, სტუდენტებთან ან/და პოტენციურ მომხმარებლებთან და კურსდამთავრებულებთან;
** სტუდენტთა განაცხადების განხილვა და სტუდენტების შესაბამისობის განსაზღვრა თითოეული პროგრამის მოთხოვნებთან;
** პროგრამის მიმდინარეობისას, სტუდენტთა პრობლემების იდენტიფიცირება და უმოკლეს დროში რეაგირება;
** კურსდამთავრებულების საჭიროებების განსაზღვრა და მათ კარიერულ განვითარებაზე ორიენტირება;
** პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე დოკუმენტაციის წარმოება და მონიტორინგი;
** ლექტორებთან ეფექტური კომუნიკაცია პროგრამის მიმდინარეობისას;
** პროგრამის/კურსის განახლება და ხარისხის მონიტორინგი.
აუცილებლად გაგვეცანი, თუ:
** უმაღლესი სასწავლების დამამთავრებელ საფეხურზე ხარ;
** კურსდამთავრებული ხარ;
** გაქვს +/- 1 წლიანი გამოცდილება გაყიდვების ან/და მომხმარებელთან ურთიერთობის მიმართულებით;
** იცი ინგლისური ენა;
** მეგობრობ კომპიუტერსა და საოფისე პროგრამებთან.
რა უნარები დაგჭირდება ჩვენთან აუცილებლად?
** დეტალებზე ორიენტირება;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გამართული მეტყველების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა და თვითდისციპლინა;
** მაღალი პასუხისმგებლობა და სამუშაო ეთიკა;
** სტრესულ სიტუაციებში ორიენტირების უნარი.
დეტალები:
** ანაზღაურება: ფიქსირებული
** სრული განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი
** სამუშაო ადგილი: თბილისი, სასტუმრო "სტამბა" - D block-ის სამუშაო სივრცე
ჩვენთან დაგხვდება:
** საინტერესო საქმე;
** ბევრი გამოწვევა;
** მრავალფეროვნება;
** სუპერ გუნდი და სუპერ გარემო!
დაინტერესების შემთხვევაში, ვაკანსია გამოაგზავნეთ მეილზე: tamar@commschool.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "აკადემიური პროცესების კოორდინატორი".
|
|
|
|