დასახელება:
იურისტ-ადმინისტრატორი
|
მომწოდებელი:
ბაზისბანკი
|
გამოქვეყნდა: 04 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 10 თებერვალი
|
ს.ს "ბაზისბანკი" აცხადებს ვაკანსიას იურისტ-ადმინისტრატორის პოზიციაზე ქალაქ თბილისში.
მოვალეობები:
** ვალდებულებათა უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ხელშეკრულებების მომზადება, გაფორმება და რეგისტრაცია;
** ვალდებულებათა უზრუნველყოფის ხელშეკრულებების გაფორმებისათვის საჭირო დოკუმენტების (კრების ოქმი, პარტნიორის გადაწყვეტილება, მინდობილობა და ა.შ.) მომზადება;
** დადგენილი წესით ქონებაზე სამართლებრივი დატვირთვის გაუქმებისათვის საჭირო წერილების, მომზადება;
** ვალდებულებათა უზრუნველყოფის ხელშეკრულებთან დაკავშირებით ურთიერთობა სანოტარო ბიუროებთან, მარეგისტრირებელ ორგანოებთან (სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სსიპ შსს მომსახურების სააგენტო, აქციათა დამოუკიდებელი რეგისტრატორი და ა.შ.);
** ბანკის ინტერესებიდან გამომდინარე, სამართლებრივი უფლების წარმოშობის, შეცვლის და შეწყვეტის რეგისტრაციასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის სარეგისტრაციოდ წარდგენა, ასევე აღნიშნულ პროცესთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტების მომზადება და პროცესის სამართლებრივი მხარდაჭერა;
** ხელშეკრულების გასაფორმებლად წარდგენილი დოკუმენტების კანონმდებლობასთან და ბანკის შიდა ინსტრუქციებით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება;
** კომპეტენციის ფარგლებში ბანკის თანამშრომლების კონსულტირება იპოთეკასა და გირავნობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
მოთხოვნები:
** უმაღლესი იურიდიული განათლება;
** ანალოგიურ პოზიციაზე მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** აუცილებელია იპოთეკა-გირავნობის მარეგულირებელი საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის ცოდნა;
** სასურველია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს პროგრამებში მუშაობისათვის აუცილებელი სასერტიფიკატო გამოცდის სერტიფიკატი;
** Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა.
უნარები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 2025 წლის 10 თებერვლის ჩათვლით, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@basisbank.ge, სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება.
დავუკავშირდებით მხოლოდ შემდგომ ეტაპზე გადასულ კანდიდატებს.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|