Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=612365&print=yes&view=jobs
 
HR სტაჟიორი - ჩაქვი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: HR სტაჟიორი
მომწოდებელი: დრიმლენდ ოაზისი
გამოქვეყნდა: 03 თებერვალი / ბოლო ვადა: 03 მარტი
"Dreamland Oasis Chakvi" წარმოადგენს საქართველოში პირველ, პრემიუმ კლასის დასასვენებელ და საცხოვრებელ კომპლექსს, რომელიც მდებარეობს დაბა ჩაქვში, აჭარის ულამაზეს მთიანეთსა და შავი ზღვის სანაპიროს შორის. კომპლექსი აერთიანებს პრემიუმ კატეგორიის სასტუმროს, საცხოვრებელ აპარტამენტებს, ასევე გართობისა და დასვენებისათვის განკუთვნილ სივრცეებს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ონლაინ პლატფორმებს:

https://www.linkedin.com/company/4870928/admin/
https://www.facebook.com/dreamlandoasishotel/?ref=pages_you_manage
https://www.instagram.com/dreamlandoasis_chakvi/

კომპანია აცხადებს სტაჟირებას ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში.

სამუშაო ადგილი - ჩაქვი

სტაჟიორს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში, შესაძლებლობა ექნება, რომ

** აქტიურად მიიღოს მონაწილეობა HR ადმინისტრირების პროცესში (ხელშეკრულებისა და საკადრო ბრძანებების მომზადებაში)
** სამუშაო აღწერილობებისა პერიოდული გადახედვა/განახლებაში მონაწილეობა
** ვაკანტურ პოზიციებზე პერსონალის შერჩევაში მონაწილეობა
** გასაუბრების ორგანიზება და უშუალო ჩართულობა
** დაინტერესებული კანდიდატების ბაზის შექმნა კომპანიაში არსებული პოზიციების შესაბამისად
** შერჩეული კანდიდატების სამუშაო პროცესთან ადაპტაციაში ხელშეწყობა და შესაბამის აქტივობებში ჩართულობა
** დამსაქმებლის ბრენდინგისთვის დაგეგმილ ღონისძიებებში ჩართულობა

საჭირო კვალიფიკაცია, ცოდნა, თვისებები & უნარები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
** სასურველია ტრენინგი HR მიმართულებით
** კომპიუტერული უნარები - MS office; Windows; Outlook
** კარიერული ზრდის და განვითარების სურვილი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

ჩვენ გთავაზობთ:

** პრაქტიკულ გამოცდილებას HR-ის სფეროში
** კარიერული განვითარების პერსპექტივას
** კვებას

შერჩევის ეტაპები:

** განაცხადების გადარჩევა
** გასაუბრება

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@dreamland.ge. გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "HR სტაჟიორი"

გისურვებთ წარმატებას!

აპლიკანტის ინფორმირება

მე, როგორც აპლიკანტი, ჩემი სააპლიკაციო განაცხადის ან/და რეზიუმეს (CV) შპს "დრიმლენდ ოაზისი"-ს ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნით ვადასტურებ, რომ შპს "დრიმლენდ ოაზისი"-ს მხრიდან ინფორმირებული ვარ შემდეგზე:

1. ჩემ მიერ მიწოდებულ პერსონალურ მონაცემებს დაამუშავებს შპს "დრიმლენდ ოაზისი" (ტელ: 032 247 22 33).
2. ჩემი პერსონალური მონაცემები, შპს "დრიმლენდ ოაზისი"-ს მიერ მუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის აღნიშნული კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის "ბ" (ჩემთან გარიგების დასადებად) და "კ" (ჩემი რეზიუმეს განსახილველად) ქვეპუნქტების საფუძველზე, ჩემთან სახელშეკრულებო/შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით.
3. ჩემ მიერ პერსონალური მონაცემების მიწოდება სავალდებულოა/აუცილებელია ჩემი კანდიდატურის განსახილველად, ხოლო, მიუწოდებლობა წარმოადგენს შპს "დრიმლენდ ოაზისი"-ს მიერ ჩემი კანდიდატურის განხილვაზე უარის თქმის საფუძველს.
4. შპს "დრიმლენდ ოაზისი"-ს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერია შპს "შრომის უსაფრთხოების მენეჯმენტის ჯგუფი" (ტელ: +995 577 208 787).
5. ჩემი პერსონალური მონაცემების დამუშავების პროცესში ჩართულია იმ დეპარტამენტის ხელმძღვანელი, რომელსაც ეკუთვნის ვაკანსია და ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ის თანამშრომლები, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართული შერჩევის პროცესში. თითოეულ მათგანს გაცნობიერებული აქვს პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობა და ნაკისრი აქვს მათი დაცვის ვალდებულება.
6. შპს "დრიმლენდ ოაზისი" არ გეგმავს ჩემი პერსონალური მონაცემების სხვა პირებისათვის გადაცემას, მათ შორის საერთაშორისო გადაცემას.
7. ჩემი პერსონალური მონაცემები ინახება ჩემ მიერ მისი მიწოდებიდან არაუმეტეს 1 (ერთი) წლისა, ხოლო, ჩემთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, მიღებული იქნება დამატებითი გადაწყვეტილება ჩემი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადებთან დაკავშირებით.
8. მაქვს შემდეგი უფლებები: მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება; მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება; მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების მოთხოვნის უფლება; მონაცემების დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების მოთხოვნის უფლება; მონაცემთა დაბლოკვის მოთხოვნის უფლება; მონაცემთა გადატანის მოთხოვნის უფლება; თანხმობის გამოხმობის უფლება; "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ჩემი უფლებების და აღნიშნული კანონით დადგენილი წესების შპს "დრიმლენდ ოაზისი"-ს მიერ დარღვევის შემთხვევაში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში ან სასამართლოში გასაჩივრების უფლება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია