Робота для біженців з України
ოფისის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: რიმო გრუპ
გამოქვეყნდა: 03 თებერვალი / ბოლო ვადა: 03 მარტი
სამშენებლო კომპანია შპს "რიმო გრუპ" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის საოფისე-ადმინისტრაციული საკითხების მართვა;
** დოკუმენტაციის მომზადება, გაგზავნა, დაარქივება, აღრიცხვა და კონტროლი;
** კომპანიის ელექტრონული ფოსტის მართვა, საქმიანი მიმოწერის წარმოება კომპეტენციის ფარგლებში;
** შეხვედრების ორგანიზება და სტუმრების მიღება-გამასპინძლება, სატელეფონო ზარებზე პასუხი;
** მივლინების დაგეგმვა (ბილეთების შეძენა, სასტუმროს დაჯავშნა);
** ოფისისთვის აუცილებელი ნივთებით მომარაგების მიღება/კონტროლი;
** ჩართულობა სხვა მიმდინარე საკითხებში;
** დირექტორის ყოველდღიური დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel, PowerPoint);
** უცხო ენების (რუსული და ინგლისური) ცოდნა - სავალდებულოა;
** გამართულად მეტყველების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ CV ფოტოსურათით ელფოსტის მისამართზე: reemogroup@gmail.com და მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე