დასახელება:
სამუშაოთა მწარმოებელი
|
მომწოდებელი:
რიმო გრუპ
|
გამოქვეყნდა: 03 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 03 მარტი
|
სამშენებლო კომპანია შპს "რიმო გრუპ" აცხადებს ვაკანსიას სამუშაოთა მწარმოებლის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ობიექტზე მშენებლობის პროცესის დაგეგმვა, მართვა და კონტროლი;
** მიმდინარე და შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი;
** სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად საჭირო აქტებისა და ფორმა 2-ის წარმოება;
** მუშა მომსახურების მიერ შესრულებული სამუშაოების და ასანაზღაურებელი ხელფასების მოთხოვნების უწყისების შედგენა და წარდგენა ტექნიკურ დირექტორთან სამსახურთან;
** შესასრულებელ სამუშაოთა შესრულების ვადების კონტროლი.
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება სამშენებლო მიმართულებით;
** სამშენებლო-ტექნიკური ნორმების, წესების და სტანდარტების ცოდნა;
** არქიტექტურული და კონსტრუქციული ნახაზების კითხვა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** რუსული ენის ცოდნა სავალდებულოა.
პიროვნული უნარები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დაგეგმვისა და სამუშაოს ორგანიზების ძლიერი უნარი;
** დროული და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ CV ფოტოსურათით ელფოსტის მისამართზე: reemogroup@gmail.com და მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|