დასახელება:
მეთონე
|
მომწოდებელი:
სუპერმარკეტების ქსელი მაგნიტი
|
გამოქვეყნდა: 03 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 03 მარტი
|
სუპერმარკეტების ქსელი "მაგნიტი" 2015 წლიდან ფუნქციონირებს. "მაგნიტი" პირველი კომპანიაა, რომელმაც ძირითადი აქცენტი ქსელის რეგიონში განვითარებაზე გააკეთა. ამჟამად კი მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის დედაქალაქშიც, აქტიურადაა წარმოდგენილი.
"მაგნიტი" ინოვაციური ბრენდია, რომელიც წარმოდგენილია მომხმარებლებისთვის საჭირო ასორტიმენტით, ყოველდღიური მოხმარების ახალი და მზა, ასევე ესქკლუზიური და საკუთარი ბრენდის პროდუქტებით;
კომპანიაში ორგანიზაციული ზრდის პროცესი მუდამ მიმდინარეობს. მიმდინარე წლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი თანამშრომელთა კარიერული განვითარება და წინსვლაა.
ამ დროის მონაცემებით, "მაგნიტს" 450 ფილიალზე მეტი აქვს და 4500 თანამშრომელზე მეტი ჰყავს დასაქმებული.
სუპერმარკეტების ქსელი "მაგნიტი" აცხადებს ვაკანსიას მეთონის პოზიციაზე- ბორჯომი.
ფუნქცია-მოვალეობები:
** საცხობის მუშაობის ხარისხის კონტროლი.
** თონის პურის გამოცხობა კომპანიის მიერ შემუშავებული შიდა საწარმოო სტანდარტის მიხედვით.
** სამუშაო გარემოში ჰიგიენური ნორმების დაცვა, მანქანა დანადგარების გასუფთავება.
** დახლზე პროდუქციის განთავსება.
** ვადაგასული პროდუქციის მოხსნა დახლიდან.
** საცხობში არსებული დანადგარების და ელექტროხელსაწყოების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა.
** თონეში სისუფთავის უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საშუალო განათლება
** აღნიშნულ სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება
თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV : hr@magniti.ge, სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს "რითეილ ჯგუფის" მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 თვის ვადით.
უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართეთ შემდეგ ელფოსტაზე: hr@magniti.ge
|
|
|
|