Робота для біженців з України
ძირითადი საშუალებების კოორდინატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ძირითადი საშუალებების კოორდინატორი
მომწოდებელი: რომპეტროლ საქართველო
გამოქვეყნდა: 03 თებერვალი / ბოლო ვადა: 03 მარტი
შპს. "რომპეტროლ საქართველო" აცხადებს ვაკანსიას ძირითადი საშუალებების კოორდინატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, მ. ალექსიძის ქ. #12, King David-ის ბიზნეს ცენტრი.
სამუშაო გრაფიკი: სრული

თუ ხარ მოტივირებული, ორგანიზებული და გსურს მიიღო გამოცდილება დიდ, საერთაშორისო კომპანიაში, გამოიყენე შესაძლებლობა და შემოუერთდი რომპეტროლის მეგობრულ გუნდს.

ფუნქცია-მოვალეობები:

** საბუღალტრო აღრიცხვის შედეგად მიღებული ძირითადი საშუალებების რეესტრის ანალიზი;
** ძირითადი საშუალებების პერიოდული ფიზიკური იდენტიფიკაცია;
** თითოეული მდებარეობის მიხედვით, ძირითადი საშუალებების გადაადგილების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და გადამოწმება, დადარება ძირითადი საშუალებების რეესტრთან;
** სისტემაში ფიქსირებული აქტივების კოდების საფუძველზე გენერირებული პირადობის ნომრების მარკირება;
** მიღება-ჩაბარების აქტის მომზადება და ნივთის შესაბამისი სტიკერით შემდგომი ინსტალაციისთვის გაგზავნა; ინსტალაციის შემდეგ ფოტოს წარდგენა პასუხისმგებელი პირისგან შემდგომი არქივისთვის;
** ჩამოწერის შემთხვევაში, სათანადო დოკუმენტაციის გამზადება და ინფორმაციის მიწოდება მენეჯმენტთან და ბუღალტერიასთან ** ეხმარება ბუღალტერიას ბუღალტრული აღრიცხვის სახელმძღვანელოს მიხედვით თითოეული საქონლის სასარგებლო სიცოცხლის განსაზღვრისას;
** აინიცირებს არსებული ძირითადი საშუალებების ჩამოწერასა და ჩანაცვლებას.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება: ფინანსები / ბიზნეს ადმინისტრირება
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
** MS Office (Word, Excel, Outlook, PPT) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** ინგლისური ენის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

ჩვენ გთავაზობთ:

** კომფორტულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს
** კონკურენტული ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს
** მოკლე სამუშაო დღეს პარასკევს.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელფოსტაზე: apply@rompetrol.com (წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება).

"მნიშვნელოვანი ინფორმაცია: თქვენს მიერ გადმოგზავნილი რეზიუმე და სხვა ინფორმაცია, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებულ მონაცემებს, როგორც ეს გათვალისწინებულია "პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით. მოგახსენებთ, რომ აღნიშნული მონაცემები დამუშავდება შპს "რომპეტროლ საქართველოს" მიერ თქვენთან შრომით სამართლებრივი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. თქვენს მიერ გადმოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა განხილულ იქნას სხვა ვაკანსიაზეც, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. გამოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა შენახულ იქნას 6 თვის განმავლობაში. შემდგომ ხდება ინფორმაციის დეპერსონალიზაცია.
იმ შემთხვევაში, თუ, ეთანხმებით აღნიშნულს, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე. ასევე, თუ გსურთ შეწყდეს თქვენი პერსონალურ მონაცემების დამუშავება შპს "რომპეტროლ საქართველოს" მიერ, გთხოვთ, აღნიშნულის თაობაზე მოგვწეროთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: apply@rompetrol.com
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე