დასახელება:
მზარეულის დამხმარე
|
მომწოდებელი:
Communal Company
|
გამოქვეყნდა: 03 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 03 მარტი
|
"კომუნალი" დაარსდა 2017 წელს და მას შემდეგ მყარად დგას ქართულ ბიზნესში. დღეს ის თბილისის ისტორიულ უბნებში აერთიანებს სხვადასხვა ტიპის სასტუმროებსა და რესტორნებს.
საქართველოს ბაზარზე ჰოსფითალითსა და სარესტორნო ინდუსტრიაში მოწინავე კომპანია "Communal Company", აცხადებს ვაკანსიას მზარეულის დამხმარეს პოზიციაზე.
დამატებითი ინფორმაცია:
** სამუშაო გრაფიკი : სრული
** ანაზღაურება: შეთანხმებით (კვალიფიკაციიდან გამომდინარე)
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ყველა შეკვეთის ზედმიწევნით შესრულება, რეცეპტების შესაბამისად;
** ახალი რეცეპტების შექმნაში აქტიური მონაწილეობის მიღება;
** ჰიგიენის ნორმებისა და HACCP - ის სისტემის დაცვა;
** ინვენტარის და ინსტრუმენტების მოხმარების წესების დაცვა;
** სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
** კერძის მოსამზადებლად ყველა საჭირო ინგრედიენტის მომარაგება;
** სამზარეულოს შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველყოფა, სამზარეულოს სხვა თანამშრომლებთან ერთად;
** მარაგების შეკვეთის აღწერა და განხორციელება;
** შეფ მზარეულის დავალებების შესრულება;
** სამზარეულოს დანადგარების და აღჭურვილობის მონიტორინგი
მოთხოვნები და საჭირო უნარები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** პროფესიული განათლება სასმელებისა და კვების მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესობად);
** დატვირთულ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.
პიროვნული თვისებები:
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
** გუნდური მუშაობის და თანამშრომლობის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს, გაივლიან გასაუბრებას:
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@communalcompany.com
ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|