Робота для біженців з України
ფილიალის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფილიალის მენეჯერი
მომწოდებელი: ექსპრეს ქსელი
გამოქვეყნდა: 01 თებერვალი / ბოლო ვადა: 01 მარტი
შპს "ექსპრეს ქსელი" აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე.

შპს "ექსპრეს ქსელი" წარმოადგენს სუპერმარკეტების ქსელს, რომელიც მოიცავს 95 ფილიალს საქართველოს მასშტაბით. კომპანია ორიენტირებულია მუდმივ განვითარებაზე და თანამშრომლებისათვის კონკურენტუნარიან სამუშაო პირობების შექმნაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, მუხიანი
სახელფასო რეინჯი: 1000 ლარი. (net) (კვალიფიკაციის მიხედვით) + ბონუსი, მაღაზიის გეგმის შესრულების შემთხვევაში
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი: 09:00-17:00, შაბათი 09:00-14:00.

ძირითადი მოვალეობები:

** სასაქონლო ნაშთებისა და მარაგების მართვა;
** პროდუქციის შეკვეთა მიღება/მითვლა;
** პროდუქციის ჩამოწერა ან/და მომწოდებლისთვის დაბრუნება;
** პროდუქტის ვადის კონტროლის მუდმივი უზრუნველყოფა;
** უზრუნველყოს ფილიალის მიერ გეგმების შესრულება და აღნიშნულის კონტროლი.
** განახორციელოს დაქვემდებარებული პერსონალის საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი;
** სალარო ოპერაციების მართვა.

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველია Apex-ში მუშაობის გამოცდილება;
** საცალო ვაჭრობის სფეროში მუშაობის გამოცდილება.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელმისამართზე: hr.info@expresschain.ge ან დაგვიკავშირდით 577 23 97 66 (10:00-დან 18:00-მდე). გთხოვთ, სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება ფილიალის მენეჯერი თბილისი.

შპს "ექსპრეს ქსელი" მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე