Робота для біженців з України
ბიზნეს-დაკრედიტების მენეჯერების პროგრამა - თბილისი, ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბიზნეს-დაკრედიტების მენეჯერების პროგრამა
მომწოდებელი: ლენდაფი
გამოქვეყნდა: 01 თებერვალი / ბოლო ვადა: 01 მარტი
შპს "ლენდაფ" დაარსდა 2016 წლის, სრულად ქართული ინვესტიციით. როგორც მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, მისო"ლენდაფი" ბაზარზე ოპერირებს 2017 წლიდან. ორგანიზაცია ორიენტირებულია მომხმარებელზე და პასუხისმგებლიანი დაფინანსების გზით უმარტივებს სხვადასხვა სახის ფინანსურ რესურზებზე წვდომას, რაც მათი წარმატების უმთავრესი წინაპირობაა. ჩვენ წარმოდგენილი ვართ საქართველოს 4 რეგიონით - 4 სერვის ცენტრით (თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, გორი) და თბილისში მოქმედი სათაო ოფისით. აღნიშნულ ლოკაციებზე ჩვენს მომხმარებლებს ვთავაზობთ შემდეგი მიმართულების პროდუქტებს:

** ბიზნეს სესხი (სამეწარმეო თუ არასამეწარმეო სუბიექტებისთვის)
** სესხი აგრარული მეურნეობებისთვის
** ავტო სესხი
** იპოთეკური სესხის
** სამომხმარებლო სესხი

მისო "ლენდაფის"-ს ყველაზე ღირებული რესურსი ადამიანური კაპიტალია და კომპანია ყველანაირ ძალისხმევას იჩენს, რათა ხელი შეუწყოს თანამშრომლების პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლას.

III და IV კურსის სტუდენტებისთვის და ახალი კურსდამთავრებულებისთვის, რომლებიც დაინტერესებული არიან ბიზნესის სფეროში განვითარებით, მისო "ლენდაფი" აცხადებს ახალგაზრდა ბიზნეს-დაკრედიტების მენეჯერების პროგრამას.

ჩვენ ვეძებთ აქტიურ კურსდამთავრებულებს, რომლებიც შემოუერთდებიან ჩვენს გუნდს, გაივლიან გადამზადების კურსს და დასაქმდებიან აღნიშნულ პოზიციებზე.

პროგრამის მონაწილეები შეისწავლიან:

** სასესხო დაკრედიტების ზოგად პრინციპებს და საკრედიტო ციკლის ერთიან სურათს;
** სესხის გაცემის შიდა და კანონმდებლობით დადგენილ პროცედურებს.
** ჩვენს პროდუქტებს და მის მახასიათებლებს.
** ფინანსურ უწყისებს და მათ გამოყენებას დაკრედიტების პროცესში.
** უზრუნველყოფის ფორმებს და მათ როლს დაკრედიტების პროცესში.
** პირდაპირი გაყიდვების ხერხებს და მასთან დაკავშირებულ მარკეტინგულ მიმართულებებს,
** სხვადასხვა ტიპის ელექტრონულ ბაზებთან მუშაობის ხერხებს და სპეციფიკას.
** ფინანსური ანალიზს და ანალიტიკური ინფორმაციის დამუშავებას.
** მომხმარებლებთან ურთიერთობის პრინციპები.

გადამზადებასთან ერთად ჩაერთვებით სერვის-ცენტრის მუშაობის პროცესში და პრაქტიკაში განახორციელებთ იმ ცოდნის გამოყენებას რომელიც თეორიული სწავლების დროს იქნება მოწოდებული.

პროგრამის დასრულების შემდეგ, სრული შტატით, დასაქმდებით აღნიშნულ პოზიციაზე და მოხდება სხვადასხვა დამატებითი სარგებლის ჩართვა. (როგორიცაა ჯანმრთელობის დაზღვევის გააქტიურება, საბონუსე სისტემის დამატებითი კომპონენტების და სახელფასო დანამატების ჩართვა).

პროგრამის ხანგრძლივობა: 3 თვე
ანაზღაურება პროგრამის დაწყებისთანავე: 600 ლარი + გამომუშავებული ბონუსები
ანაზღაურება პროგრამის დასრულების შემდგომ: 1000 ლარი + გამომუშავებული ბონუსები

პოტენციური მენეჯერების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ.ფოსტის მისამართზე: hr@lendup.ge გთხოვთ წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ "ახალგაზრდა მენეჯერების პროგრამა".

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია (CV/რეზიუმე/სააპლიკაციო ფორმა), "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გაზიარებული პერსონალური მონაცემების დამუშავება მოხდება "მისო ლენდაფი-ის" მიერ (ს/ნ 405152551 .; მის.: ქ. თბილისი აღმაშენებლის ხეივანი N 240) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მონაცემთა დამუშავების მიზანია, დასაქმების მსურველი პირის არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა და შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე