Робота для біженців з України
გეოლოგი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გეოლოგი
მომწოდებელი: ლიდერ ექსპერტი
გამოქვეყნდა: 01 თებერვალი / ბოლო ვადა: 22 თებერვალი
შპს "ლიდერ ექსპერტი" წარმოადგენს აკრედიტირებულ A ტიპის ინსპექტირების ორგანოს სსიპ "აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრის მიერ" ISO/IEC 17020:2012/2013 საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად.

კომპანია 2020 წლიდან ფუნქციონირებს და გაფართოების მიზნით აცხადებს ვაკანსიას (ობიექტის სამშენებლო სამუშაოებზე ტექნიკური ზედამხედველობა) საავტომობილო გზების ინსპექტორის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი საინჟინრო განათლება შესაბამისი მიმართულებით;
** გეოლოგის პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 10 წლის სტაჟი;
** სფეროს მარეგულირებელი ნორმატიული დოკუმენტების ცოდნა;
** Microsoft Office - პროგრამების ცოდნა.

სამუშაოს აღწერილობა:

** უზრუნველყოს სამუშაოთა შესრულების ხარისხის მაღალი დონე ისო/იეკ 17020 : 2012/2013 სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად;
** მშენებლობის დაწყების სტადიაში გეოლოგიური პროცესების შესწავლა (შეკლება, ჯდენა, ბურცვა-გაჯირჯვება, მეწყერი, ღვარცოფი, გამოფიტვა და ა.შ)
** საპროექტო დოკუმენტაციით წარმოდგენილი საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნის შედარება, ნაგებობის ფაქტიურ გეოლოგიურ მდგომარეობასთან.
** სამშენებლო ობიექტის გეოლოგიური გარემოს სწორად შეფასება.
** ობიექტზე და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე გეოლოგიური პროცესების (მეწყერი, ღვარცოფი, ქვათაცვენა და სხვ.) ექსტრემალური გააქტიურების პირობებში, სიტუაციის ოპერატიული შეფასება, უარყოფითი შედეგების დადგენა და საშიშროების რისკის განსაზღვრა და ხელმძღვანელობასთან ერთად სათანადო დასკვნების მომზადება, გადაუდებელი ღონისძიებების გასატარებლად.

პიროვნული უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომპეტენტურობა;
** ანგარიშების წერის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე გამოგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე: leaderexperts@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე